ამასობაში Lego Group-ის 2025 წლის სადღესასწაულო კამპანიაც გამოვიდა… Hello, Is It Play You’re Looking For? ლაიონელ რიჩის, Lego-ს მინიფიგურების მსახიობებსა და სადღესასწაულო ქაოსის ჯანსაღ დოზას გვთავაზობს, რათა ოჯახებს შეახსენოს, რომ შობის ჯადოსნურობა ეკრანების კი არა, თამაშების მიღმა იმალება. ამიტომაც გვაცნობს 12 წლის ედის, რომელსაც მოსაწყენი შობა ელოდებოდა, რომ არა დის გამოჩენა…
ლაიონელ რიჩის 1984 წლის Hello-ს ტექსტში მცირე ცვლილებებით და Lego-ს სადღესასწაულო გუნდის შესრულებით გვთავაზობენ, დაწყებული დართ ვეიდერიდან და ადამიანი-ობობადან, დამთავრებული Wicked-ის გლინდათი და ელფაბათი.
ერთი შეხედვით მარტივი მოგეჩვენებათ, მაგრამ ამ კადრებისთვის ხუთმა ოსტატმა 97 000-ზე მეტი ლეგოს კუბიკი ააწყო, ანიმაციურმა სტუდიამ beEpic-მა 220 მინი ფიგურა და 27 მანქანა გააცოცხლა, ხოლო Walker Studios-მა მუსიკალური ელფერი შემატა მას. შედეგი კი თავად შეაფასეთ:











