in

LEGO-ს ფეხბურთის კომპლექტში ვიტილიგოს მქონე პერსონაჟს შეხვდებით

მსოფლიო ჩემპიონატი თითქმის ყველა ადამიანს გულშემატკივრად აქცევს, ამ სულისკვეთების შენახვის საშუალებას კი ახლა LEGO Ideas Table Football-ის კომპლექტი გაძლევთ. აქ უბრალოდ მრავალფეროვანი კონსტრუქცია კი არ არის წარმოდგენილი, არამედ ყველა ტიპის სპორტული ენთუზიასტი… 

ფეხბურთის სათამაშო მაგიდა 2339 ნაწილისგან შედგება, რაც მოიცავს მინი ფიგურებს 44 ინდივიდუალური ვარცხნილობით და 43 თავს, რომელზეც სახის მრავალი გამომეტყველება და კანის ფერია მოცემული. მათ შორის ვიტილიგოს მქონე ფიგურაც კია. ოღონდ LEGO-ს საფეხბურთო კომპლექტის გამოშვებისას ამაზე განსაკუთრებული ყურადღება არ გაუმახვილებია — ეს სპეციალურად გააკეთეს, რათა იყოთ ინკლუზიურები, ზედმეტი აფიშირების გარეშე.

ინკლუზიურობის თემას რომ მივყვეთ, აქვე წარმოდგენილია როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა თავები, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ხედვას, რომ სპორტი ყველასთვისაა.

ჩვენ გვინდა, რომ თითოეულმა გულშემატკივარმა, სადაც უნდა ცხოვრობდეს და როგორც უნდა გამოიყურებოდეს, წარმოიდგინოს საკუთარი თავი იმ ამბისა და სამყაროს ნაწილად, რომელსაც ისინი ქმნიან, — აცხადებენ LEGO-ში. 

საინტერესო ამბავია ისიც, რომ კონსტრუქცია 16 წლის უნგრელმა სუპერქომაგმა დონატ ფეჰერვარიმ დააპროექტა. თავდაპირველად, კონცეფცია საფეხბურთო მაგიდის შესახებ LEGO Ideas-ის პლატფორმაზე წარადგინა, სადაც კომპანია რეალობად აქცევს იმ იდეას, რომელიც დიდ გამოხმაურებას დაიმსახურებს…

მექანიზმიდან გამომდინარე 11 მოთამაშის ნაცვლად, 10-10 მოთამაშეა, რომელიც უფრო მცირე ზომისაც არის. როგორც უკვე ვთქვით, LEGO-ს მრავალი პერსონაჟი შემოჰყავს, სავარაუდო რიცხვი 1892-იც კი შეიძლება იყოს… ნაკრებში გამარჯვებულისთვის პატარა თასიც მოიძებნება. იმდენად პორტატულიც არის, რომ მის წაღებასა და თამაშს ნებისმიერ ადგილზე მოახერხებთ. 

ხოლო პირველები მათ შორის, ვინც მინი ფეხბურთის კომპლექტი გამოცადა, მსოფლიო ჩემპიონატის ყოფილი გამარჯვებული ტიერი ანრი და მანჩესტერ იუნაიტედისა და ინგლისის ვარსკვლავი მარკუს რაშფორდი იყვნენ, რომლებსაც კამპანიის ვიდეოშიც იხილავთ. 

კომპლექტის დიზაინი ეფუძნება იმ ემოციებს, რომლებსაც გულშემატკივრები ფეხბურთის ყურების დროს განიცდიან. LEGO ჯგუფში წარმოუდგენლად ვამაყობთ, რომ გავაცოცხლეთ ეს ნაკრები, რომელიც საშუალებას აძლევს გულშემატკივრებს, ფეხბურთის ბუცები კუბიკებით ჩაანაცვლონ და თამაშში მონაწილეობით შთაგონებაც მიიღონ, — ამბობს ანტიკა ბრაკანოვი, LEGO-ს დიზაინერი.

ალბათ, უკვე თქვენც მათ შორის ხართ, ვისაც Table Football-ის კომპლექტის შეძენა სურს. ჩვენ კი კარგი ამბავი გვაქვს: ისინი LEGO-ს მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია, ხოლო ონლაინ მის შეძენას 249.99 დოლარად შეძლებთ.

მეცნიერებმა ჰოლოგრაფიული ჭიის ხვრელი შექმნეს!

გიორგი კვიტატიანი JWT Metro-ს აღმასრულებელი კრეატივ დირექტორი გახდა