in

LEGO-ს ინტერაქციული სივრცე ბავშვებისთვის, რომლებსაც ხელოვნება აინტერესებთ

როგორი წარმოგიდგენიათ საბავშვო გალერეა? ალბათ ისეთი, სადაც ბავშვები მხოლოდ მაყურებლები კი არ იქნებიან, არამედ სხვადასხვა აქტივობაშიც ჩაერთვებიან და ხელოვნებითაც დაინტერესდებან. 

BOG
BOG

ამ იდეაზე დაფუძნებით, LEGO-მ სექტემბერში პარიზში გახსნა ინტერაქციული სივრცე, რომელიც ცნობილია როგორც Superpower Studios. ბავშვებსა და მათ მშობლებს აქ შეიძლება ეპოვათ როგორც მხატვრების ნამუშევრები, ასევე, მათი ინსპირაციით, თავად შეექმნათ ნაკეთობები. შედეგად, ისინი თან თამაშობენ, თან ერთობიან და თან ხელოვნებასაც კარგად ეცნობიან.

ამ სივრცის შექმნით, LEGO-ს მიზანია, შთააგონოს ოჯახები, კარგად დაფიქრდნენ თავიანთ კრეატიულობაზე, ასევე, გაითვალისწინონ ერთობლივი ჩართულობისა და ურთიერთობის მნიშვნელობა. ამ მიზნის მისაღწევად, LEGO-მ გლობალური Play Ambassador-ის გუნდი მოიწვია. ესენი არიან ხელოვანები და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებმაც სპეციალურად შექმნეს ისეთი ნამუშევრები, ბავშვის ფანტაზიაზე მორგებული რომ ყოფილიყო.

ნამუშევრებს შორისაა, მაგალითად, „სურვილების ტყე”, იმერსიული ინსტალაცია, რომელშიც შეიძლება LEGO-ს ნაწილების დამატება და ინდივიდუალური ოცნებების გაცოცხლება. Nimako’s-ის მითიური ლაბირინთი კი სტუმრებს საშუალებას აძლევს, პლანეტის დასაცავად მფარველი არსებები შექმნან. 

იმისათვის, რომ გაეცნოთ სიახლეებს, თუ სად გაიხსნება შემდეგი ინტერაქციული გალერეა, შეგიძლიათ ეწვიოთ LEGO-ს ვებსაიტს.

FIFA-მ 2025 წლის მსოფლიო თასის ლოგო წარადგინა

გადახდების მარტივი და მოქნილი პლატფორმა, შენი ბიზნესის სწრაფად განვითარებისთვის