in

LEGO ახალ ნაკრებს ფილმ Jaws-ის ანიმაციით გვაცნობს

BOG
BOG

თუ აქამდე ლეგოს ახალ ნაკრებს ფოტოებით ვეცნობოდით, ახლა საქმე სულ სხვაგვარადაა. ალბათ, იმიტომაც, რომ 1497-ცალიანი ნაკრები თავად ლეგოს კი არა, მის გულშემატკივარ ჯონი კემპბელს ეკუთვნის. თანაც შთაგონება ფილმი Jaws-იდან მოდის, რაც ყველა დეტალში შესამჩნევია…

Jaws ჩემი საყვარელი ფილმია, ამიტომ, ძალიან მინდოდა მისი ლეგოს კუბიკებით შექმნა, მაგრამ იმისათვის, რომ ზუსტი დეტალები მიმეღო, დეტალურად დავაკვირდი Jaws-ის კადრებს. დაუჯერებელია, რომ ჩემი დიზაინი ახლა LEGO-ს ოფიციალურ ნაკრებს წარმოადგენს… ეს ლეგოს ყველა გულშემატკივრის ოცნებაა!, — აცხადებს კემპბელი.

ნაკრები მოიცავს Orca-ს გემს, რომელსაც კაპიტანი Quint მართავს. ამისთვის კი LEGO-მ Universal Products & Experiences-თან პარტნიორობა გადაწყვიტა, პირველი საზაფხულო მინი ფილმიც შემოგვთავაზა, რომელსაც JAWS in a Jiffy უწოდა. მინიფიგურები კი საკმაო მრავალფეროვნებით ხასიათდება, აქ ნახავთ სტივენ სპილბერგს, პოლიციის უფროს მარტინ ბროუდის, ოკეანოგრაფ მეტ ჰუპერსა და სხვებს. თავად Orca-ს კი სახურავი ეხსნება, კომპასიც აქვთ, სათევზაო მოწყობილობაც და სხვა მრავალი რამ, რაც ერთად 1497 ნაწილს შეადგენს. 

თუმცა აქ ლეგოს ვარსკვლავი დიდი თეთრი ზვიგენია, რომელსაც Bruce-ის სახელით გვაცნობენ და მის ყბაში მოქცევას არავის ურჩევენ:

რაც შეეხება ფასს, 149.99$-ს უდრის, თუმცა ამისთვის ჯერ წინასწარი შეკვეთა დაგჭირდებათ, რადგან ოფიციალური გაშვების თარიღი 6 აგვისტოა. 

როგორ უნდა შეგვამჩნიონ სამსახურში?

თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერით, აქსელმა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა