in

როგორ უპირისპირდება Lego სრულყოფილების მოთხოვნას?

Lego Group-ის ახალი აღმოჩენების თანახმად, გოგონები შემოქმედებითი ნდობის კრიზისის წინაშე დგანან. ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 8 მარტს აღინიშნება, ბრენდმა ენობრივი მიკერძოებისა და სრულყოფილების ზეწოლას გაუსვა ხაზი. ეს უკანასკნელი კი ხშირად ახშობს გოგონების შემოქმედებას.

Lego-ს კამპანია „More Than Perfect“ მიზნად ისახავს გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევას და გოგონების გაძლიერებას. თავის მხრივ, კამპანია გლობალურ კვლევას ეფუძნება იმ სოციალური ტენდენციების შესახებ, რომლებიც ბავშვების შემოქმედებით ნდობაზე მოქმედებს. მის ფარგლებში, 61 500-ზე მეტი მშობელი და 5-12 წლის ასაკის ბავშვი გამოჰკითხეს 36 ქვეყანაში. როგორც აღმოჩნდა, გოგონების თავდაჯერებულობა მათი შემოქმედების მიმართ, ასაკთან ერთად იკლებს.

ამავდროულად, შეიძლება ნდობის დაქვეითებას ორი საკითხი დაემატოს: ყოველდღიური ენა და სრულყოფილების მოლოდინი. როგორც დადგინდა, გოგონების ორი მესამედს ყოველდღიური საუბარი აგრძნობინებს, რომ შეცდომების დაშვება და რაღაც ახლის ცდა არ შეიძლება. ხოლო ხუთიდან სამის თქმით, გარშემომყოფების მხრიდან სრულყოფილებასთან მიმართებით დიდ წნეხს გრძნობენ.

Lego-სთვის ეს აღმოჩენები მნიშვნელოვანია, რადგან ბრენდის მთავარი აქცენტი ყოველთვის შემოქმედებითობაზე კეთდება. მით უმეტეს, გოგონების სამ მეოთხედზე მეტი კრეატიულ ინდუსტრიებში მუშაობისკენ მიისწრაფვის — შესაბამისად, ამ ნაწილისთვის აუცილებელი ფაქტორების გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარება აუცილებელია.

Instagram პირად შეტყობინებებს ახალ ფუნქციებს ამატებს

როგორ შეიძლება დაგაზარალოთ თავმდაბლობამ, როგორც ხელმძღვანელი