in

LEGO-მ ბრენდის „მხიარული“ იდენტობა შეიმუშავა

LEGO-მ ახალი იდენტობა წარადგინა, რომელიც ამ გლობალური ბრენდის მთელ სამყაროს აერთიანებს — დაწყებული ლოგოდან, დასრულებული ყველა ცალკეული ელემენტით და ციფრული არხებით. მასზე შიდა კრეატიულმა გუნდმა, რომელმაც მთავარი ორიენტირი ბრენდის საკულტო ისტორიასა და მიდგომებზე აიღო. მაგალითად, აფრქვევს ბედნიერებასა და კრეატიულობას თავისი უნიკალური კუბიკებით. იდეა კი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა დეტალში იგრძნობოდეს ის გარდამტეხი სამყარო, ფერი, ფორმა და ვიზუალი, რომელიც უდიდესი ისტორიის ნაწილია…

BOG
BOG

„შენებისა და შემოქმედების სიხარული თუ სიამაყე, რომელიც იდეების გაცოცხლებაში სხვადასხვა გზით გვეხმარება“ — ეს არის ახალი ბრენდინგის ძირითადი ამოსავალი წერტილი. გარდა ვიზუალური ცვლილებებისა, შემოქმედებითმა გუნდმა სპეციალური შრიფტიც შექმნა, სახელწოდებით LEGO Typewell. ეს უკანასკნელი ლეგოს არქივებში არსებულ ელემენტებს „სესხულობს“, რათა ადვილად გასაგები იყოს ბავშვებისთვის. ასევე, შრიფტი მოიცავს ფერთა სქემას, რაც კუბიკების სიმბოლიკას მიჰყვება.

„ლეგოს არქივები ელემენტების საგანძურია, რაც ამბის თხრობის შემოქმედებით ნაწილში დაგვეხმარა. ახალი იდენტობის გადათამაშება კი ბრენდის ხედვის გაძლიერებაში გვიწყობს ხელს“, — განმარტავს ოლივერ მალტბი, Lego-ს აღმასრულებელი დირექტორი.

ასევე აღნიშნავენ, რომ უკვე 90 წელია, Lego „გამოგონების ოსტატია“ — მუდმივად აღმოჩენისა და გამოგონებების გზაზე მიგვიძღვება. მისი მეშვეობით, ყოველთვის შეგვიძლია რაღაც ახალი შევქმნათ უკვე კარგად ნაცნობი ობიექტებისგან. „ჩვენი ბრენდის ახალი დნმ ზუსტად ასახავს იმას, რაც ლეგოსთვის მნიშვნელოვანია. ეს არის ლამაზი, მარტივი და კარგად აგებული სისტემა, რომელიც ყველაფერ საკულტოს აერთიანებს“, — ამბობს თომას ჰოლსტ სერენსენი LEGO სააგენტოს დიზაინის გლობალური ხელმძღვანელი.

SOLO-ს მხარდაჭერით, 11-14 აპრილს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიმართება

93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები — „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს