ლეგოს კუბიკი პირველად მსოფლიოში 92 წლის წინ გაჩნდა, დღეს კი პლასტმასის მოკრძალებული ნაჭერი შემოქმედებით ელემენტად გადაიქცა. ობიექტების, რეალურად ფუნქციონირებადი პროდუქტების, მანქანებისა და ძეგლების აგებაც შევძელით, ახლა კი ვიგებთ, რომ LEGO თავისი უკვე საკმაოდ პოპუალრული ბოტანიკური კოლექციის გაახლებას აპირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მალე ნაკრებებში ქრიზანთემასა და იაპონური გარგრის ლეგოებსაც შეხვდებით.
ცოცხალი ფერებითაა წარმოდგენილი, რაღაც აბსტრაქტულსა და ბიოფილურს აბალანსებს. სადგამებიც კი აქვს, რაც საშუალებას მოგცემთ, ისინი ყავის მაგიდებზე ან თუნდაც წიგნის თაროებზე მარტივად მოათავსოთ. ქრიზანთემა 278 ნაწილისგან შედგება, 26 სანტიმეტრი სიმაღლისაა და ამ დროისთვის 28.95 ევრო ღირს.
მეორე ნაკრები კი უფრო დიდია, 327 ნაწილისგან შედგება, 34 სანტიმეტრი სიმაღლისაა და მასზე დამატებით ელემენტად Angry Birds-ის გვირგვინსაც იხილავთ. რაც შეეხება მათ სირთულეს, კონკრეტულად ჯერ არაფერს ამბობენ, მაგრამ თუ ნაჭრების რაოდენობით ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, ზრდასრულებისთვის არის განკუთვნილი.
არსებული ცნობებით, Lego-ს ორი ახალი ნაკრები 1 აგვისტოდან გამოვა.