in

ნახეთ: LEGO Pac-Man-ის კინეტიკური სკულპტურის კონცეფცია

იმისათვის, რომ იდეა რეალობად იქცეს, დამატებით 10 000 ხმაა საჭირო

veon
veon

როგორც ვხედავთ, Pac-Man-ის გულშემატკივრები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდნენ. ამჟამად 1000-ზე მეტ მხარდამჭერთან ერთად, LEGO-ს გუნდმა Pac-Man-ის კინეტიკური სკულპტურის კონცეფცია შექმნა.

LEGO IDEAS ფორუმი იმისათვის შეიქმნა, რომ ლეგოს გუნდის წევრებს საკუთარი დიზაინის ატვირთვა შეუძლიათ, გარეშე პირები კი საყვარელ დიზაინს აძლევენ ხმას. დროთა განმავლობაში გარკვეული ოდენობის ხმების შეგროვებისას, ყველაზე რეიტინგულ დიზაინებს მატერიალიზაციის შანსი აქვს. სწორედ ასე შეიქმნა LiteBricks-ის დიზაინით კინეტიკური სკულპტურა, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ერთი სტატიკური სათამაშო – ის ნამდვილად მოძრაობს!

LiteBricks-ის დიზაინი 1603 ლეგოს კუბიკისგან შედგება, რაც ნამუშევარს უფრო სრულყოფილს ხდის – წითელი, ვარდისფერი, ლურჯი, ნარინჯისფერი აგურები მრავალფეროვან ნიმუშებს ქმნის. შეიძლება ითქვას, რომ სკულპტურების მოძრავი პირი ორიგინალ თამაშს ჩვენს თვალწინ აცოცხლებს და რეალურ სამყაროში გადმოჰყავს.

იმისათვის, რომ კონცეფცია რეალობად რომ იქცეს, LEGO IDEAS ფორუმზე სულ დამატებითი 10 000 ხმაა საჭირო. ხმის მიცემა კი სრულიად უფასო და ყველასათვის ხელმისაწვდომია.

პირველი ფოტო Amazon-ის “ბეჭდების მბრძანებელის” სერიებიდან

Windows 11-ში Paint-ის აპლიკაციის დიზაინი განახლდება!