მართალია, ყუთში მოთავსებული პლასტმასის ბეჭედი LEGO-ს ეკუთვნის, მაგრამ ეს მხოლოდ მაგალითია იმისა, რომ ლეგოს კუბიკებისგან შექმნილ ყუთში ნიშნობის ბეჭედი შეგიძლიათ, მოათავსოთ. ამგვარად, ახლა ბაზარზე მეტად შემოქმედებითი ვარიანტი ჩნდება — LEGO კუბიკებს გაძლევს, რათა თავადვე შექმნათ საკუთარი ბეჭდის ყუთი. ოღონდ აქ ტრადიციულ ხავერდს არ შეხვდებით… მიუხედავად ამისა, ლეგოს კუბიკები უსასრულო შესაძლებლობებს გთავაზობთ, როგორც მკვეთრი, ისე მინიმალისტური ტონებისთვის.
საკმაოდ კომპაქტური ყუთია და თქვენს ჯიბეშიც მარტივად მოთავსდება. ხოლო პლასტმასის ბეჭედს დატოვებთ თუ ახლით ჩაანაცვლებთ, ეს თქვენზეა დამოკიდებული. თუ ამ იდეის ავტორებს დავუჯერებთ, იდეალურია ლეგოს მოყვარულისთვის ხელის სათხოვნელად. თანაც ოჯახი სწორედ რაღაცების ერთად შენებას ეხებაო…