18
Jul
2019

ტექნოპარკში, პროგრამირებისა და რობოტიქსის მიმართულებით, უფასო საბავშვო ტრენინგები გაიმართება

18 Jul 2019

Alta
Alta


ტექნოპარკის ფაბლაბში საბავშვო ტრენინგები ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც ბავშვები ორ ვორქშოპზე დასწრებას უფასოდ შეძლებენ. ტრენინგები შეეხება ელექტრონიკის საწყისებს, პროგრამირებასა და რობოტიქსს.

პირველი ვორქშოფი Little Bits ორდღიანია და ის 20-21 ივლისს, ტექნოპარკში, 8-12 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისთვის ჩატარდება. Little Bits – ეს არის მარტივი და სახალისო ელექტრონული კონსტრუქტორი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს გაეცნოს ელექტრონიკის საწყისებს. მის ფარგლებში ბავშვები, მოდულების მარტივი გადაწყობით, შეძლებენ შექმნან სხვადასხვა დანიშნულების ფერადი სათამაშოები, გაეცნონ ელექტრონიკის საწყისებსა და მოწყობილობების მუშაობის პრონციპებს. აქვე, გთავაზობთ სარეგისტრაციო ბმულს

რაც შეეხება მეორე ვორქშოფს, მისი სახელია Lego robotic და მისი საშუალებით, 10 -14 წლამდე ბავშვები, 4 დღის განმავლობაში (20-21 და 27-28 ივლისი), გაეცნობიან პროგრამირებისა და რობოტიქსის საწყისებს. ამ ვორქშოპზე სარეგისტრაციოდ სხვა ბმული დაგჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ ელექტრონიკა, პროგრამირება და რობოტიქსი STEM განათლების შემადგენელი, მნიშვნელოვანი ნაწილებია. STEM განათლების (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) მნიშვნელობაზე ვრცელ სტატიას შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე გაეცნოთ.

განხილვა