ყველასთვის საყვარელმა ბრენდმა, Lego-მ, Lego Speed Champions-ის მომდევნო წლის კოლექცია განაახლა, რომელშიც Ford Mustang Dark Horse, Audi S1 e-tron Quattro და BMW M-ის სარბოლო ავტომობილები თავის ბლოკვერსიებად აქცია.
Ford Mustang Dark Horse Lego Speed Champions ნაკრები შედგება 344 ცალი S650 თაობის Pony მანქანისგან, რომლებიც უფრო მეტად საგზაო ვერსიებზეა ორიენტირებული. ამ მანქანების რეალური მოდელები 5.0-ლიტრიან V8 Coyote ძრავას იყენებს, რომელიც 500 ცხენის ძალას ფლობს.
ნაკრების მეორე შთამბეჭდავია მოდელია Audi S1 e-tron Quattro, რომელიც 274 დეტალით იქნება წარმოდგენილი. მოდელი შთაგონებულია 80-იანი წლების Sport Quattro S1 რალის საკულტო მანქანით.
რაც შეეხება BMW-ს ორ სარბოლო მანქანას, Lego გამოუშვებს M Hybrid V8 და M4 GT3 სათამაშო ვერსიებს, რომლებიც ერთ პაკეტში იქნება მოთავსებული და 676 დეტალისგან შედგება.
Lego-ს ამერიკულ ვებსაიტს თუ დავეყრდნობით, ეს ახალი სათამაშო ნაკრებები 2024 წლის 1 მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი. Dark Horse და Audi S1 e-tron Quattro-ს ფასი 26,99$ იქნება, ხოლო BMW ორი მანქანის პაკეტი 44,99 დოლარად გაიყიდება.
Lego-ს ახალი სათამაშო მანქანები შეუერთდებიან Nissan R34 Skyline GT-R-ს, McLaren Solus-სა და Pagani-ს, რომლებიც წარმოდგენილი იყო Lego Speed Champions-ის სიაში.