in

LEGO ვარსკვლავური ომების ახალ ნაკრებს უშვებს

LEGO „ვარსკვლავური ომების“ ნაკრების 25 წლის იუბილეს აღნიშნავს და ლიმიტირებულ კოლექციას უშვებს: LEGO Star Wars: The Force of Creativity. ეს უკანასკნელი გალაქტიკათაშორისი სამყაროების ყველა მნიშვნელოვან, სახასიათო და საკულტო დეტალს აერთიანებს.

BOG
BOG

ეს 312-გვერდიანი წიგნი ექსკლუზიური ინტერვიუებისგან შედგება, რომლებიც 50-ზე მეტ ადამიანთან ჩაწერეს — როგორც ლეგო ჯგუფის წარმომადგენლებისგან, ისე Lucasfilm-ისგან. ასევე, მასში თავმოყრილია ვარსკვლავური ომების ნაკრები, ვიდეოთამაშები და იმერსიულ რეალობაზე დაფუძნებული გამოცდილება.

რა თქმა უნდა, წიგნში ერთგვარი ინსტრუქციებიცაა მოცემული, რომლებიც თაყვანისმცემლებს აჩვენებს, რა ფიგურების აწყობა შეუძლიათ ნაკრების ფარგლებში. თითოეული მათგანი კი LEGO-ს და ვარსკვლავური ომების საოცარ შემოქმედებითობას აჩვენებს…

Young Lions Georgia 2024-ის დაჯილდოებაზე იორგ რიომი ჩამოდის!

როცა კოლეგებს მოძველებული შეხედულება აქვთ თქვენზე