in

F1-ის მრბოლელმა ლეგოს კუბიკებისგან შექმნილი სუპერ მანქანა გაატარა!

ცოტა ხნის წინ F1-ის ავტომრბოლელი ლანდო ნორისი Silverstone Circuit-ის ტრასაზე LEGO Technic McLaren P1-ის სუპერ მანქანით გამოჩნდა. სწორად ფიქრობთ, ეს ბოლიდი ლეგოს კუბიკებისგანაა დამზადებული, უფრო ზუსტად, 342817 LEGO Technic-ის ელემენტებისგან და დაახლოებით 1220 კილოს იწონის. სათამაშო არ გეგონოთ, სრულად ფუნქციური ბოლიდია, რითაც პირველი LEGO შეიძლება გახდეს, რომლის ტარებაც და ტრასაზე გაყვანაც შესაძლებელი გახდა… 

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, სპორტულ მანქანას დიზაინისა და ინჟინრების ჯგუფმა ელექტრო ძრავა დაამატა, რომელიც LEGO Technic Function-ისა და ელექტრო მანქანის ბატარეებისგან არის დამზადებული — ორივე მათგანი McLaren P1-ს იმაზე შორ მანძილებზე წასვლის საშუალებას აძლევს, ვიდრე აქამდე ლეგოს ნებისმიერ სხვა მოდელს შეეძლო.

საინტერესოა, რომ ლეგოს მანქანაზე 23 სპეციალისტი მუშაობდა… მის განვითარებასა და აგებას 8 344 საათი დასჭირდა, რაც, თავის მხრივ, ლეგოს 39 სხვადასხვა ტიპის ტექნიკურ ელემენტს მოიცავდა. ძალისხმევამ კი შედეგი მაშინ გამოიღო, როცა ლანდო ნორისი ტრასაზე გამოჩნდა.


მართალია, ჯერ არაფერს ამბობენ იმაზე, მომხმარებლებს მისცემენ თუ არა ლეგოს ბოლიდის მართვის შესაძლებლობას, მაგრამ მათ ამ სურვილის ცოტათი დასაკმაყოფილებლად ჯერ LEGO Technic McLaren P1-ის სუპერ მანქანის უფრო მცირემასშტაბიან ვერსიას სთავაზობენ — 3 893 ელემენტისგან შედგება, რაც მოიცავს 7-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფს, V8-ის ძრავას, რეგულირებად ფრთასა და ყველა იმ დეტალს, რაც ბოლიდის სუპერ ძალებს განაპირობებს. რაც შეეხება ფასს, 449.99 დოლარია, მის ყიდვას კი LEGO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებთ. 

ნიკოლოზ კუმბარი – #პირველისამსახური

სმარტ აკადემიის CSR პროექტი “თანამედროვე პროფესიების გზამკვლევი” ორბელიანი მეტის გამარჯვებულია