ლეგოსა და ფარელ უილიამსის თანამშრომლობა ჩვენთვის უცხო ნამდვილად არის, თუმცა 2024 წლის დასასრულს მაინც მარტივად შეძლეს ჩვენი გულების მოგება. Over The Moon შექმნეს, რომელიც კოსმოსის უსასრულო შესაძლებლობებითაა შთაგონებული, რათა ოცნებაც გავაგრძელოთ და საკუთარ თავსაც შევახსენოთ, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
ამ ნაკრების ჩასაშვებად კი LEGO-მ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან დიზაინის ჟურნალ Wallpaper-თან თანამშრომლობა გადაწყვიტა, რათა ჟურნალის პირველი ასაწყობი ქავერი შეექმნა. იგი ლეგოს შვიდი წერტილისგან შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ გამოყოფილ ადგილებზე, მკითხველებს თავად შეუძლიათ დაამაგრონ კუბიკები და ქავერი ლეგოს მხიარულ ველად აქციონ.
ასე მარტივი, მაგრამ ინოვაციური ცვლილებით ბეჭდვის სტატიკური ფორმატი ახალი სახით წარუდგინეს მომხმარებლებს. თანაც, როგორც ვიცით, უკვე ჩინეთში 300 000 უნიკალური ქავერი შეიქმნა… ამგვარად, მკითხველებმაც შეძლეს ქავერზე ლეგოს კუბიკებით თავიანთი შემოქმედებითი ხედვის გაცოცხლება და ასე, თითოეული ჟურნალიც აქციეს ხელოვნების ნიმუშად.
THE WORLD’S FIRST BUILDABLE MAGAZINE COVER-ის კამპანიაზე Our LEGO Agency-მა იმუშავა.