5
Apr
2019

LEGO-ს ახალი ნაკრები ბავშვებისთვის, პროგრამირებისა და რობოტიკის სასწავლად

5 Apr 2019

LEGO-მ განათლების ხაზიდან ახალი ნაკრები – Spike Prime წარადგინა. ამ ნაკრების დახმარებით სასკოლო ასაკის ბავშვები პროგრამირების, ინჟინერიისა და რობოტიკის სწავლას შეძლებენ.

Spike Prime 6-8 წლის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, კონსტრუქტორი 500-ზე მეტი დეტალისგან შედგება, ინსტრუქციების მიღება და მისი მართვა კი LEGO-სთვის შექმნილი აპლიკაციდანაა შესაძლებელი. ამასთან, თითოეულ ნაკრებს თან ახლავს 45-წუთიანი ვიდეოგაკვეთილი, რომლის დახმარებითაც LEGO-ს აწყობა უფრო მარტივი ხდება. Spike Prime 330 დოლარი ღირს.

განხილვა