სპორტული ფეხსაცმელებისა და LEGO-ს მოყვარულებს გაგიმართლათ – ახლა უკვე შეგიძლიათ, თქვენი ოცნების ფეხსაცმელი შექმნათ! Adidas კიდევ ერთხელ თანამშრომლობს სათამაშოების მწარმოებელ კომპანიასთან, რათა ყოველდღიურ სამოსს მეტი ხალისი შესძინოს.
შედეგად, LEGO Adidas UltraBoosts შეიქმნა, რომლის ძირითად ნაწილსაც ლეგოს აგურები შეადგენს. იმისათვის, რომ ერთფეროვანი დიზაინი მრავალფეროვნებით ჩაანაცვლოთ, ახალი დიზაინს ლეგოს ნაწილების შეცვლის ფუნქციაც აქვს.
აღსანიშნავია, რომ ფეხსაცმელი მაღალხარისხიანი გადამუშავებული მასალითაა შექმნილი, სახელწოდებით, Primbelue. ის ნაწილობრივ Parley Ocean Plastic-ით არის დამზადებული. ასე რომ, ის სრულად ეკოლოგიურია.
ფეხსაცმლის გაყიდვები დღეს, 7 აპრილს დაიწყო, თუმცა უცნობია, ზუსტად რამდენი წყვილი იქნება ხელმისაწვდომი. როგორც კომპანიები ვარაუდობენ, მისი გაყიდვები რეკორდულ მაჩვენებელს აჩვენებს.