იაპონიაში ვარსკვლავური ომების დღის აღსანიშნად, სათამაშოების მწარმოებელმა პოსტერების საოცარი კოლექცია წარადგინა, რომელსაც გალაქტიკა ukiyo-e-ის სამყაროში გადააქვს — კლასიკური იაპონური ხატვის სტილია, მკაფიო ხაზებითა და პეიზაჟებით… ილუსტრაციები კი სინ დონანს ეკუთვნის, რომელმაც Star Wars-ის პერსონაჟები ტრადიციული იაპონური პეიზაჟების ფონზე გვაჩვენა. სულ 4 პოსტერია, თითოეული კი წელიწადის დროებს ასახავს.
გაზაფხულის ფონზე დართ ვეიდერი და ლუკ სკაიუოკერი არიან წარმოდგენილნი:
ზაფხული კი K-2SO-სა და ჯინ ერსოს დუეტს გვაჩვენებს, ტბის პირას ფეიერვერკის ფონზე დანგოს იაპონური ტკბილეულით ხელში:
შემოდგომა გროგუსია, მანდალორელთან ერთად:
დაბოლოს, ზამთარი პოსტერების სერიას დართ ვეიდერის თოვლის კაცის ვერსიით ასრულებს:
ასე კი LEGO-ს პოსტერები კარგად გაცვეთილ Star Wars-ის ფრენჩაიზს ახალ სიცოცხლეს სძენს…