in

ნახეთ: ლეგოებით შექმნილი Daft Punk-ის ჩაფხუტები

ერთი წლის წინ ფრანგულმა ელექტრონულმა დუეტმა Daft Punk მუსიკალური ვიდეო Epilogue გამოაქვეყნა. მსმენელს კი აცნობა , რომ დუეტი თითქმის 3 ათწლეულის შემდეგ იშლებოდა… ამ ამბავმა გულშემატკივრები დაამწუხრა, მაგრამ მათდამი სიყვარული მაინც არსად გამქრალა. პატივისცემის მიზნით, LEGO-არტისტმა ელიოტ ო’ბრაიენმა ლეგოებისგან Daft Punk-ის საკულტო ჩაფხუტიც კი შექმნა.

ჩაფხუტები სპეციალურ სტენდზეა დამონტაჟებული. ზოგიერთი ნაწილისთვის კი რეალური მასალაა გამოყენებული. თუმცა დიზაინერი ელიოტ ო’ბრაიენი ამბობს, რომ ამასაც მალე ჩაანაცვლებს. 

ჩაფხუტისთვის ლეგოებით მოხრილი ფორმების შექმნა საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ ეს LEGO Star Wars UCS Slave-I-ის კონსტრუქციის საქარე მინის გამოყენებით დიზაინერმა მაინც მოახერხა. 

ხელნაკეთი მინიატურული კატები იაპონელი მოქანდაკისგან

ახალი გზა წამლისადმი რეზისტენტული ბაქტერიების გასამკლავებლად — კვლევა