in

LegoGPT სიტყვებს კუბიკებად აქცევს

Carnegie Mellon University-ის მკვლევრებმა LegoGPT წარადგინეს, AI მოდელი, რომელიც ლეგოს ნაგებობებს ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე აშენებს. ისინი ლეგოს კონსტრუქციების უზარმაზარი მონაცემთა ნაკრებით იყვნენ შეიარაღებულნი და სწორედ ასე შეძლეს ChatGPT-ის მსგავსი მოდელის შექმნა. პრინციპიც მსგავსია, შემდგომი სიტყვების გამოცნობის ნაცვლად, შემდგომ კუბიკებს გვთავაზობს. ოღონდ მხოლოდ ვირტუალურად არა…

სისტემა მომხმარებელთა წერილობითი აღწერილობის საფუძველზე მუშაობს, მაგალითისთვის ორადგილიანი სკამი, მაღალი თაღი და სხვა მსგავსი აღწერილობები შეგიძლიათ შესთავაზოთ. შემდგომ კი აგენერირებს ციფრულ LEGO მოდელს მხოლოდ 8 ძირითადი აგურის გამოყენებით. დიზაინები 20×20×20 ბადეზე იგება და ვირტუალურად იტესტება გამძლეობაზე მანამ, სანამ საბოლოო ვერსიას დაამტკიცებენ.

თუ მკვლევრებს დავუჯერებთ, LegoGPT ნახაზების შექმნით გამოირჩევა, რითაც კონსტრუქციების სტრუქტურულ გამართვაზე ზრუნავენ. კვლევაში დეტალურადაც კი აღწერენ, თუ როგორ გაწვრთნეს AI 47 000-ზე მეტ ლეგოს სტრუქტურაზე, რაც მოიცავს 28 000 განსხვავებულ 3D კომპონენტს. მათივე თქმით, LegoGPT-ის მიერ გენერირებული დიზაინები დროის 98 პროცენტში ფიზიკურად სტაბილური იყო.

ამ ამბის უკან მათემატიკა და ფიზიკაც დიდი დოზით დგას, LegoGPT ფიზიკის კანონებს იცავს, ამიტომაც შედეგებიც საიმედოა — თუ ხელოვნური ინტელექტი აღმოაჩენს, რომ აგურის განლაგება მოდელის მთლიანობას საფრთხის ქვეშ აყენებს, იმ კონფიგურაციას უბრუნდება, რომელსაც უსაფრთხოდ მიიჩნევს და აქედან აგრძელებს დიზაინის შექმნას. სატესტო რეჟიმში მიღებული ნიმუშების უმეტესობა კი პრაქტიკული ნივთები იყო, მათ შორის სავარძლები, სკამები, მაგიდები და სხვა მსგავსი საყოფაცხოვრებო დიზაინები.

LegoGPT-ის ხელსაწყო ნებისმიერი მსურველისთვის GitHub-ზე უფასოდ არის ხელმისაწვდომი. ამგვარად, მასწავლებლებით დაწყებული და ინსტრუქტორებით დამთავრებული, ექსპერიმენტები ყველას შეუძლია ჩაატაროს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში დავით მარკოზაშვილის ბიზნეს სესია გაიმართება

„იდეა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს” – საქართველოს უნივერსიტეტი