in ,

Legoland-ის სასტუმროს CEO 8 წლის ბიჭუნაა

ფლორიდის Walt Disney World-სა და Universal Studios-ს წელს Legoland-ი გაუწევს კონკურენციას.

“Built for Kids” ასე ჰქვია Legoland-ის ახალ კამპანიას სარეკლამო სააგენტო VML-ისგან, რომლის ფარგლებშიც ფლორიდის ქალაქ ორლანდოში ბავშვებისთვის სპეციალური სასტუმრო და თემატური პარკი გაიხსნა.

 

 

 

კამპანიის ფარგლებში, Legoland-მა სასტუმროს მოზარდი CEO ტომი პარკერი გაგვაცნო. სწორედ ტომი არის ახალი ვიდეორგოლის მთავარი გმირი და როგორც Legoland-ის  მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი რექს ჯექსონი ამბობს, ტომი კიდევ მრავალი წელი იქნება კომპანიის სახე. ჯექსონის თქმით, წელს ბრენდისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტის 50-75% სწორედ ტომი პარკერზე დაიხარჯება.

პარკერს უკვე აქვს თავისი პროფილები Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და Twitter-ზე, მალე ის LinkedIn-ის სოციალურ ქსელსაც შეუერთდება.

რაც შეეხება სასტუმროს, წარმოდგენის შესაქმნელად გეტყვით, რომ Legoland-ის საბავშვო სასტუმროსთვის გამოგონილი ყოველდღიური გაზეთიც კი შეიქმნა , რომელსაც მსგავსად USA Today-სა და The New York Times-ისა, დილით თითოეული ბავშვის ოთახის კარში შეაცურებენ.

ასევე შეიქმნა სპეციალური ვალუტა ბავშვებისთვის, რომლის გამოყენებაც Legoland-ის პარკებში იქნება შესაძლებელი და რომელიც სავალუტო დაფებზე სხვა ვალუტების გვერდით განთავსდება.

როგორც თავად Legoland-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი ამბობს, ეს არ არის მხოლოდ მარკეტინგული კამპანია, ეს უკვე ბრენდის პოზიციონირებაა.

EasyJet-ის ბოტასები ნავიგაციის ინტეგრირებული ფუნქციით

როგორ მზადდებოდა Check In Georgia-ს რეკლამა! – JWT Metro