in

Lego-მ McLaren-ის ფორმულა 1-ის მოდელი დაამზადა

ზუსტად მაშინ, როცა McLaren-მა ახალი MCL36 F1 სარბოლო მანქანა წარადგინა, Lego-მ გამოუშვა ტექნიკის ახალი ნაკრები, რომელსაც ის McLaren-ის 2022 F1-ს უწოდებს.

მომდევნო სეზონში “მაკლარენის” პილოტები ლანდო ნორისი და დანიელ რიკარდო იქნებიან. მანქანის ეს მოდელი Mercedes-AMG F1 M13 E Performance ძრავზეა, ხოლო მისი Lego ვერსია იყენებს ABS პლასტმასს, რათა შექმნას ისეთი დეტალები, როგორიცაა მოძრავი დგუშები V6 ძრავში და ბორბლები, რომლის მართვაც კაბინიდანვე შეიძლება. ჯერჯერობით სულ გამოვიდა ასეთი 1432 ცალი მოდელი, რომლების სიმაღლეც 12.7 სანტიმეტრზე მეტია, სიგრძე 64.8, ხოლო სიგანე 26.7. ასევე ნაკრებს სპონსორთა სტიკერები მოყვება, რათა პროდუქტს მეტად ჰქონდეს ავთენტურობის შეგრძნება.

Lego-მ და McLaren-მა გამოაქვეყნეს მოკლე ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ ნორისი და რიკარდო აფასებენ პლასტიკურ მოდელს. რიკარდო ასევე ხალისიანად ხუმრობს, რომ სათამაშო მოდელი ნორისისთვის თითქმის შესაფერისი ზომისაა.

“მე ვიტყოდი, რომ ამ სათამაშოს ყველაფერი მოერგება შენი თავის გარდა”, – ხუმრობს რიკარდო ნორისთან.

Lego-ს სულ მცირე 7 მსგავსი კომპლექტი აქვს გამოშვებული, რომელიც McLaren-ის მანქანებზე დაფუძნებით აქვს შექმნილი. ფორმულა 1-ის მანქანების ისნპირაციით, Lego-მ ასევე გამოუშვა 20-ზე მეტი არატექნიკური მოდელი, რომლებსაც ფერარის ან ლეგოს გამოგონილი ბრენდის, Octan-ის ფერები აქვს.

ახალი McLaren F1 Lego კომპლექტი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი 1 მარტიდან იქნება.

კატებზე ზრუნვის ზამთარი – თეგეტას და Animal Project-ის ახალი საინფორმაციო კამპანია

სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი ოთახებს სრულად ანახლებს