in

ნახეთ: LEGO-მ თავისი უდიდესი ნაკრები შექმნა, რომელიც 11 000-ზე მეტი ნაწილისგან შედგება

LEGO Art World Map მოგზაურებისთვის საუკეთესო თავშესაქცევია!

ალბათ, მოგზაურობის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით რთულია პანდემიური სიტუაცია… მართალია, ვაქცინაციის კამპანიის პარალელურად ნელ-ნელა იხსნება შეზღუდვები, მაგრამ ბევრი ჩვენგანი ჯერ კიდევ არ არის მზად ახალი თავგადასავლების საძიებლად. ამიტომაც, LEGO-მ კვლავ კრეატიული ნაბიჯი გადადგა – კომპანიამ ახალი ნაკრები შექმნა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე შორეული კუთხეებით ტკბობაში დაგეხმარებათ.

LEGO Art World Map 11 000-ზე მეტ კუბიკს მოიცავს და ის ყველაზე დიდი ნაკრებია ლეგოს ისტორიაში. შეგიძლიათ, რუკა სამი განსხვავებული კომბინაციით ააწყოთ – მაგალითად, საშუალება გაქვთ, თქვენი მსოფლიოს საყვარელი კუთხე ცენტრში განათავსოთ. თანაც, სპეციალური ქინძისთავებით, რუკაზე იმ ადგილების მონიშვნა შეგიძლიათ, სადაც ნამყოფი ხართ ან გსურთ, რომ წახვიდეთ.

ეს ყველაფერი არ არის! კომპანიამ შეადგინა აუდიო მასალამ რომელიც სხვადასხვა მოგზაურობის ისტორიასა თუ მოგზაურების ბლოგებს მოიცავს. “ჩვენ ვიცით, რომ ზრდასრულ ადამიანებს ძალიან უყვართ მოგზაურობა, მაგრამ უკვე დიდი ხანია, ბევრი მათგანი ვერ ახერხებს ამას” – აცხადებს LEGO. ალბათ, ეს მართლაც საუკეთესო გზაა სახლში განსატვირთად და ნოსტალგიური გრძნობების გასაღვიძებლად…

6 ივლისს, თბილისის ჯაზ-ფესტივალი იწყება 

„შავი პომიდორი“: ჩვენით შექმნილ ფაილში ხელით შეგვყავდა ჯავშნები, რაც ხშირად, შეცდომების საფუძველი ხდებოდა