Lego რომ უკვე საზღვრებს გასცდა, ამაში ეს ამბავიც დაგარწმუნებთ — 1000 მინი ფიგურა იქ გაემგზავრა, სადაც ძალიან ცოტა ადამიანი თუ ყოფილა… როგორც სათამაშოების მწარმოებლის კამპანიის ნაწილი, შესანიშნავი ზომის კოსმოსური ეკიპაჟი სლოვაკეთის Malé Bielice-ს აეროპორტიდან 20 მაისს კოსმოსში გაემგზავრა!
ეკიპაჟის წევრები 34 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდნენ და მინუს 70 გრადუს ტემპერატურას გაუძლეს მანამ, სანამ ბუშტი გასკდებოდა. შემდეგ კი დედამიწაზე დაეშვნენ. ბედნიერმა მკვლევრებმა 21 მაისს წარმატებით დაასრულეს მისია, რომელსაც პრაღის მარკეტინგული სააგენტო Kreativ Gang, XTEND DESIGN, NASA-ს არქიტექტორები, ჩეხეთის ინფორმატიკის, რობოტიკისა და კიბერნეტიკის ინსტიტუტის ექსპერტები ხელმძღვანელობდნენ.
მართალია, ლეგოს ხომალდი დახურული არ ყოფილა, მაგრამ არცერთი ასტრონავტი დაკარგულა, რადგან ისინი სლოვაკეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის არქიტექტორებმა თავიანთ ადგილებზე დააწებეს. აქ არც ის დაგავიწყდეთ, რომ დაშვებისას, ანუ თავისუფალი ვარდნის ეტაპზე, ისინი დაახლოებით საათში 300 კილომეტრამდე ავითარებდნენ…
ლეგოს კოსმოსური ეკიპაჟის წარმატების გასაღები კი, არა მარტო დაწებებულ ასტრონავტების ფიგურებში, არამედ მის წონაშიც იმალება. ისინი ეცადნენ, ეკიპაჟი რაც შეიძლებოდა მსუბუქი ყოფილიყო და ასე კოსმოსში 3-კილოგრამიანი ხომალდი გაგზავნეს. საინტერესოა ისიც, რომ კოსმოსური შატლი გამძლე და მსუბუქი ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადდა, 3D ბეჭდვის ტექნიკით კი უჟანგავი ფოლადისა და პლასტამასას ნაწილები მიიღეს.
როგორც ამბობენ, მიუხედავად წარმატებული მისიისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი კოსმოსში კიდევ გაემგზავრონ… თანაც, Kreativ Gang-მა უკვე „კოსმოსური ლეგოს ფიგურები“ საჩუქრად გაუგზავნა ყველა გულშემატკივარს, რომლებმაც ახალი LEGO ჩეხეთის რესპუბლიკასა და სლოვაკეთში შეიძინეს.