Lamborghini-ისა და Lego-ს თანამშრომლობით შეიქმნა მანქანა Sian FKP 37-ის ლეგოს აგურებით ასაწყობი ვერსია. ამისათვის 154 სხვადასხვა სახის ლეგოს დეტალები გამოიყენეს – მათ შორის, 20 სპეციალურად ამ პროექტისთვის აწარმოეს. შედეგად მიღებული ნამდვილი ზომის მანქანა 2 200 კილოგრამს იწონის და Sian-ის ზუსტი ასლია.
პროექტში მონაწილეობას ორივე კომპანიის დიზაინერების, ინჟინრებისა და ტექნიკოსების 15 კაციანი გუნდი იღებდა. მათ საბოლოო შედეგის მისაღებად 8660 საათი დასჭირდათ. სრულყოფილი შასის ზომები ასეთია: სიგრძე – 4980 მმ, სიგანე – 2101 მმ და სიმაღლე 1133 მმ.
კორპუსის პანელები შედგება ქსოვილისაგან, რომელიც სპეციალური ექვსკუთხა ელემენტებისგან არის კონსტრუირებული. ასევე, ლეგოს მანქანის ინტერიერი ზუსტად შეესაბამება რეალურისას – თავისი საჭით, ემბლემით, იტალიის დროშით, სავარძლებით, მართვის საშუალებებით და ა. შ.