in

LEGO-ს კუბიკებით შექმნილი ალბომი უკვე Spotify-ზეა!

ალბომი 6 მელოდიისგან შედგება და თითოეული მათგანი განტვირთვას ემსახურება

ალბომი, სახელწოდებით LEGO® White Noise LEGO გამოცდილების უნიკალურ ასპექტს იკვლევს – მათ ჟღერადობას. გარდა იმისა, რომ ლეგოს კუბიკები ვიზუალური თვალსაზრისით და მრავალმხრივობით გამოირჩევა, ისინი უნიკალურ ექსპანსიურ და იმერსიულ სმენით გამოცდილებასაც ქმნიან.

LEGO-ს დიზაინერებმა, 10 000-ზე მეტი კომბინაციის გამოყენებით, 6 სიმღერიანი ალბომი წარმოადგინეს. 30 წუთიანი საუნდტრეკები მხოლოდ ბგერებისგან შედგება – დაწყებული კუბიკების ყუთში ჩაყრის ხმებით, დასრულებული მათი გაჭრით. ჩანაწერები წარმოუდგენელი ASMR ხარისხით გამოირჩევა და სრულყოფილ ფონურ ჟღერადობას ქმნის მუშაობის, თამაშის, წერის, კითხვისა და სხვა საქმეების შესრულების დროს.

ალბომი შექმნილია იმისთვის, რომ მსმენელმა დასვენება და განტვირთვა შეძლოს. ბგერები ტვინის იმ ნაწილს აღაგზნებს, რომელიც მედიტაციასთან და რელაქსაციასთან არის დაკავშირებული – ვინაიდან, ჩვენი გონება სწორედ LEGO-ს ამ თვისებებთან ასოცირდება. ისევე, როგორც დარიჩინისა და გოგრის სუნი გაგრძნობინებთ შემოდგომის ატმოსფეროს, LEGO White Noise მყისიერად ბედნიერებას და უდარდელობის განცდას მოგგვრით.

ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით LEGO-ს აგურების უსაზღვრო პოტენციალში!

Loire: „ქართველი მომხმარებლისგან დიდი მოწონება დავიმსახურეთ, რაც ჩვენი ქსელის სწრაფ ზრდაზე აისახა“

ნინო ეგაძე – #პირველისამსახური