in

მხატვარმა პრინტების შესაქმნელად Lego-ს ფიგურები გამოიყენა

ჰოლანდიელი მხატვარი როი შოლტენი ახალი პრინტების შესაქმნელად ლეგოს ციფრულ გამოსახულებებს ეყრდნობა. სერია, სახელწოდებით „50 ჩიტი“, ასახავს ნიდერლანდების ადგილობრივ ფრინველებს — სახასიათო ბუმბულებითა და დეტალებით. უბრალოდ, როიმ განსხვავებული მიდგომა აირჩია, რისი იდეაც უბრალო გამარტივების პროცესიდან მიიღო: ლეგოს ფიგურების ერთმანეთზე დაწყობით, უფრო მარტივად აუხსნა თავის მოსწავლეებს გამოსახულებების აგების ტექნიკა.

BOG
BOG

„ამ საგანმანათლებლო მიდგომით აღმოვაჩინე, რომ ლეგოს ვიზუალური ენა ძალიან მდიდარია. როგორც წესი, ბეჭდვის ტექნიკისთვის ხის ან ლინოლეუმის ბლოკებს იყენებენ. მე კი ლეგოს კუბიკებს მივეცი ეს დატვირთვა, ხოლო მის ჩარჩოდ 16X16 ლეგოს საბაზისო ფირფიტა ავიღე“, — განმარტავს შოლტენი.

ცოტა უფრო დეტალურად რომ წარმოვიდგინოთ, როი ლეგოს ვრცელ კოლექციაში შესაბამის ნაწილებს ეძებს — დაწყებული მომრგვალებული კიდეების მქონე ნაწილებით, დასრულებული სტანდარტული მართკუთხა კუბიკებით. პროცესი არ იცვლება, მაგრამ შესაძლებლობები ყოველ ჯერზე იზრდება.

SBC Summit Tbilisi 2024 მასშტაბურად ბრუნდება

სულაც არაა აუცილებელი, რომ კორპორაციული სწავლა მოსაწყენი იყოს