in

LEGO-ს ახალი კუბიკების პროტოტიპი გადამუშავებული პლასტმასისგან შეიქმნა!

ეს მდგრადი განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია

veon
veon

მდგრადი მასალების შექმნისკენ მიმავალი ახალი ეტაპის აღსანიშნავად, LEGO ჯგუფმა გადამუშავებული პლასტმასისგან დამზადებული ლეგო-აგურების პროტოტიპი წარადგინა.ამ შემთხვევაში კომპანიამ პლასტმასის ბოთლები გამოიყენა, რომლებიც პოლიეთილენ ტერეფალატს (PET) შეიცავს.

ბოლო წლების განმავლობაში მეცნიერებმა და ინჟინრებმა PET მასალის 250-ზე მეტი ვარიაცია და ასობით სხვა პლასტიკური ფორმულირება შეამოწმეს. შედეგად მიღებული პროტოტიპი კი სრულად აკმაყოფილებს კომპანიის მაღალ ხარისხს და უსაფრთხოების მოთხოვნებს. თუმცა ვიდრე ამგვარად შექმნილ ლეგოს აგურებს ფართო მოხმარებაში ჩაუშვებდნენ, გარკვეული დაკვირვებებია საჭირო. ტესტირების შემდეგი ეტაპი კი, სავარაუდოდ, ერთ წელიწადში გაგრძელდება.

საგულისხმოა, რომ დაპატენტებული მასალის ფორმულირება გადამუშავებული PET პლასტმასის გამძლეობას ზრდის, რათა ლეგოს კუბიკები საკმარისად მყარი იყოს. ამიტომაც ინოვაციური პროცესის ფარგლებში ე. წ. შერევის სპეციალური ტექნოლოგიაა გამოყენებული, რაც გადამუშავებული მასალისა და გამამკვრივებელი დანამატების შერწყმას ემსახურება.

“ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ამ მიღწევის გამო. მდგრადი განვითარების ყველაზე დიდი გამოწვევა ახალი მასალების გადახედვა და ინოვაციაა, რაც ისეთივე მტკიცე, ძლიერი და მაღალი ხარისხისაა, როგორც აქამდე არსებული ლეგოს აგურები. ეს პროტოტიპი ჩვენს პროგრესზე მეტყველებს” – აცხადებს კომპანია.

შეგახსენებთ, რომ მდგრადი განვითარების მიზნით, 2018 წელს კომპანიამ  ეკოლოგიურად სუფთა შაქრის ლერწმისგან დამზადებული ბიოპოლიეთილენის ელემენტების წარმოება დაიწყო. ეს შესანიშნავი საშუალებაა ისეთი ნაწილების დასამზადებლად, როგორიცაა, ხე, ტოტები, ფოთლები და მინიატურული ფიგურებისთვის განკუთვნილი აქსესუარი.

რატომ უნდა აირჩიონ ბრენდებმა მიკრო და ნანო ინფლუენსერები?

Punctum – ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენა, როგორც ადამიანის სხვადასხვაგვარი მდგომარეობის გამოხატვა