„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით Van Gogh Museum-სა და მის ექსპერტებთან, რათა ფრთხილად შეგვექმნა თავდაპირველი ნამუშევრის 3D ვერსია. ყველაზე რთული და, ამავდროულად, მნიშვნელოვანი ასპექტი იმპასტოს ეფექტის ლეგოს კუბიკებად თარგმნა იყო ისე, რომ ნახატის ასიმეტრიული, მაგრამ ბალანსირებული კომპოზიცია შეგვენარჩუნებინა. წარმოუდგენლად ვამაყობთ შედეგით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს გულშემატკივრებსაც მოეწონებათ ვან გოგის შედევრის კუბიკებით გაცოცხლების იდეა“, — აცხადებს სტიინ ომი, LEGO-ს დიზაინერი.
ამგვარად, ლეგოს „მზესუმზირები“ მკვეთრ ყვითელ ფერშია წარმოდგენილი და ცდილობს, 1889 წლის შედევრის ექსპრესიული ტექსტურაც გაიმეოროს. კომპლექტში 16 მზესუმზირაა წარმოდგენილი რეგულირებადი ფოთლებით, მოსახსნელი ჩარჩოთი და ფიგურით, რომელზეც ვან გოგის ხელმოწერაა დატანილი. სამგანზომილებიანი გამოსახულების სიგანე 41 სანტიმეტრი, ხოლო სიმაღლე 54 სანტიმეტრი გახლავთ.
LEGO Van Gogh Museum Sunflowers-ის ფასი 199.99 დოლარია, წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია, თუმცა ოფიციალურად გაყიდვაში პირველ მარტს ჩაეშვება.