ალბათ, თანოსის ხელთათმანი ის არის, რაც ბევრ ჩვენგანს უნატრია – თავისი ოთხი უსასრულობის ქვით, რომელიც უზარმაზარი ძალის მომცემია… როგორც ჩანს, LEGO კვლავ ითვალისწინებს ჩვენს მაგიურ სურვილებს! კომპანიამ თავისი Infinity Gauntlet წარმოგვიდგინა.
მართალია, LEGO Infinity Gauntlet სუპერძალას ნამდვილად არ მოგცემთ, მაგრამ ის პოპ-კულტურის დეკორაციის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია. და იქნებ, საკმარისი იმედის შემთხვევაში, მაგიურადაც კი იქცეს ლეგოს ოქროსფერი კუბიკებისგან აწყობილი ხელთათმანი…