სათამაშოების მწარმოებელმა კომპანია LEGO-მ, რომელიც უკვე წლებია ბავშვების გართობასა და მათ გონებრივ განვითარებაზე ზრუნავს, თავისი პროდუქციისთვის ძალიან ორიგინალური, თანაც საოცრად შთამბეჭდავი პრინტ კამპანია შექმნა. ბრენდი ყოველთვის გამოირჩევა ხოლმე, თავისი კრეატიულობითა და განსაკუთრებით ხარისხიანი, საინტერესო სარეკლამო აქტივობებით. გამონაკლისი არც სააგენტო Ogilvy Bangkok-ის მიერ შექმნილი პოსტერები აღმოჩნდა. ამ ნამუშევარმა კანის ლომების ფესტივალზე ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოც კი დაიმსახურა. კამპანია სახელწოდებით Build the Future გვიჩვენებს ბავშვებს, რომლებიც თავიანთი ხელით, ლეგოს დახმარებით მათ მიერ წარმოდგენილ მომავალს აწყობენ.
LEGO-თი აწყობილი მომავლის გეგმები – ბრენდის ორიგინალური პრინტ კამპანია
