in

Shivam Handloom-ის ლეიბები-თქვენი წუხილის მიზეზსაც დააძინებს!

იუმორისტული პოსტერები, რომელიც  Shivam Handloom-ის დაკვეთით ინდურმა სარეკლამო კომპანია McCann Worldgroup-მა დაამზადა. რეკლამა მარტივ მესიჯს უგზავნის მომხმარებელს: ჩვენი ლეიბები ისეთი რბილია, რომ ნებისმიერი თქვენგანის ღრმა და მშვიდ ძილს უზრუნველყოფს.

პოსტერებზე სამი ცნობილი ამერიკელის მძინარე კარიკატურაა წარმოდგენილი-ტაიგერ ვუდსის, პერის ჰილტონის და ბარაკ ობამას- ადამიანების, რომელთა ცხოვრებაც იმდენად გადატვირთულია, რომ ძნელი დასაჯერებელია, საერთოდ დრო ქონდეთ ძილისთვის.

და მაინც, რა ესიზმრებათ ამერიკის VIP პერსონებს მაშინ, როცა Shivam Handloom-ის არაჩვეულებრივად რბილ და კომფორტულ სასთუმალზე უდევთ თავი?

რა ხდება, როცა ისინი სიზმრების და ოცნებების სამყაროში ინაცვლებენ?

ამერიკული სპორტის ლეგენდას და გოლფის სახელგანთქმულ ვარსკვლავს, ტაიგერ ვუდსს ღიმილიანი სახით სძინავს და ესიზმრება, რომ ნახევრადშიშველი ქალბატონების გარემოცვაშია.

deep-sleep-final-01

პერის ჰილტონის სიზმარში მასთან ერთად ვიდეოკამერასაც „სძინავს“, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მის მახლობლადაა ჩასაფრებული.

deep-sleep-final-02

ყველაზე საინტერესო და ორიგინალური კი, ალბათ დამეთანხმებით, პრეზიდენტ ობამას კარიკატურაა–მას ესიზმრება აღმოსავლელი ლიდერები, რომელთაც იარაღი დროებით გვერდით გადაუდიათ და მასავით ღრმა ძილს არიან მიცემულნი.

deep-sleep-final-03

ამ პოსტერში ყველაზე უკეთაა გამოხატული იმ ტიტრის შინაარსი, რომელიც მთელს სერიას გასდევს თან: „თქვენი წუხილის მიზეზსაც დააძინებს“.

ვანესა პარადისი

ვანესა პარადი – “H&M”-ის ახალი კოლექციის სახე

ლიპტონის ცივი ჩაი – Never lose your cool 2011