ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო… და ისე გამოვიდა, რომ ახლა სტატისტიკაც ამას ამბობს — ფოტოების მოყვარულები ძველი კამერების ყიდვისკენ მიისწრაფვიან, რეტრო კადრები სურთ, რის გამოც სმარტფონების კამერები უკან მოიტოვეს. ამიტომ, Leica-მ გადაწყვიტა, მათთვის Lux-ის მობილური აპლიკაცია შეეთავაზებინა. iPhone-ის მომხმარებლებს იმგვარ გამოცდილებას ჰპირდება, რომელიც ძალიან ახლოს დგას Leica-ს მოდელთან, იმდენადაც კი, რომ კამერა არც დაგჭირდებათ.
ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რასაც აპლიკაცია გთავაზობთ, Leica-ს M-სერიის ლინზებია. ჩათვალეთ, რომ ვინტაჟური ეფექტისთვის Aperture Mode კლასიკური Leica-ს ლინზების ციფრულ ასლებს გთავაზობთ, იქნება ეს Summilux-M 28 f/1.4 ASPH თუ Noctilux-M 50 f/1.2 ASPH. ზუსტად იმ მახასიათებლებს აციფრულებს, რითაც Leica-ს ლინზებია ცნობილი.
თუმცა Lux ბრენდის ლინზების სიმულაციებსაც სცილდებაო, ამბობენ, და Leica-ს ფერთა მეცნიერებაშიც აბიჯებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ აპლიკაცია მომხმარებლებს ფერების წინასწარ დაყენებას სთავაზობს, ზუსტად ისეთებს, როგორებსაც Leica-ს კამერებზე შეხვდებით, მათ შორისაა Leica Classic, Leica Contemporary და Leica Black & White. თითოეული Leica Look კი სიღრმეს, ხასიათსა და ბრენდის ჯადოსნობას შემატებს ფოტოებს. ყოველი შემთხვევისთვის Leica-ში ასე ამბობენ.
დამატებითი კონტროლიც თქვენს ხელთ იქნება, დაწყებული Shutter Speed-ით, გაგრძელებული ISO-თი, White Balance-ითა და Manual Focus-ით და დამთავრებული RAW გადაღების ფუნქციით. მოკლედ ასე საშუალება გაქვთ, თქვენი კადრის თითოეული ასპექტი თქვენსავე შემოქმედებით ხედვას მოარგოთ.
ცდად ნამდვილად ღირს, ამიტომ Apple-ის App Store-ს უნდა ესტუმროთ.