4
ივლ
2017

„არაფერია შავ-თეთრზე ფერადი“ – Leica-ს მონოქრომული კამერის ჰიპნოზური რეკლამა

4 ივლ 2017

სან-პაულუსა და ნიუ-იორკში განთავსებულმა კრეატიული დიზაინის სტუდია ლობომ შექმნა ვიზუალურად მიმზიდველი რეკლამა – Leica-ს მონოქრომული კამერისთვის – რომელიც არის წარმოდგენილი ბუნებრივი შავი და თეთრი ფერებით. იმის აღნიშვნა, რომ „არაფერია შავ-თეთრზე ფერადი“, – ამტკიცებს, რომ ფერები ზღუდავს ვინმეს წარმოსახვას იმ დროს, როცა მონოქრომატული პალიტრა შემოქმედებით ასპარეზს უხსნის ადამიანს. რეკლამა შეიცავს მუდმივად ცვალებად გამოსახულებებს – ტრანსფორმირებად ფორმებსა და გეომეტრიულ მოდელებს, რომლებიც ქმნიან ჰიპნოზის ეფექტს და წარმოაჩენენ, რომ შავ-თეთრი შესაძლოა, იყოს ნებისმიერი ფორმისა და სახის რამ, თუმცა, არცერთ შემთხვევაში – მოსაბეზრებელი.

mBank

 

განხილვა