in

Leica-მ ახალი კამერა გამოუშვა!

გაიცანით Q3, Leica-ს საკულტო ხაზის უახლესი მოდელი — ყოველდღიური კამერა, რომელიც აკმაყოფილებს ფოტოგრაფთა მოთხოვნებს გაჯეტებთან დაკავშირებით. პრემიუმ კომპაქტური კამერის გამოყენება მოყვარულებსაც კი შეუძლიათ, საოცარი სურათებისა და ვიდეოების გადასაღებად.

კიდევ უფრო კარგი ის არის, რომ ფოტოგრაფიისა და ვიდეოგრაფიის მძლავრი ფუნქციები საშუალებას აძლევს გაჯეტს, მხარი დაუჭიროს ნებისმიერი ტიპის კონტენტის კრეატიულ ვერსიას, იქნება ეს სოციალური მედია, სარედაქციო მასალები თუ სხვა რამ. თანაც, ისეთი ზომა აქვს, რომ თქვენს ყოველდღიურ კომპანიონად მარტივად აქცევთ, არც მტვერს იკრავს და IP52 სერტიფიკატით წყალგაუმტარობასაც გვთავაზობს.

რაც შეეხება უშუალოდ ტექნიკურ მხარეს — სრულიად ახალი BSI-CMOS სენსორი აქვს Triple-Resolution-Technology-ით და Raw სურათები 60, 36 ან 18-მეგაპიქსელიან DNG ფორმატში შეუძლია გადაიღოს. მეტიც, Leica Summilux 28mm f/1.7 ASPH-ს, რომელსაც „ოპტიკური შედევრი“ უწოდეს, მაკრო რეჟიმი მოჰყვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლო კადრის გადაღების საშუალებას ფოკუსირების მინიმალური მანძილიდან ,17 სანტიმეტრიდან იძლევა. 

Q3 ციფრულ ზუმსაც გვთავაზობს — მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ფოკუსური მანძილი 28, 35, 50, 75 მმ და 90 მმ-მდეც კი გაადიდონ. ხოლო Leica Perspective Control (LPC) და Leica Dynamic Range (LDR) იდეალურ JPEG გამოსახულებას უზრუნველყოფს. 

Apple-ის მომხმარებლებს კი აქ გარკვეული უპირატესობა აქვთ, ისინი ვიდეოების პირდაპირ კამერიდან ატვირთვას შეძლებენ საკუთარ სმარტფონებში და მათ სოციალურ მედიასა თუ მესამე მხარის აპლიკაციებში მარტივად გააზიარებენ. 

თუ ამ ამბავმა ძალიან დაგაინტერესათ, აქვე ბმულსაც გაგიზიარებთ, რომელზეც Leica Q3-ის ყიდვას შეძლებთ.

შეიფერე სკუტერები, რას ელოდები? – ზუმერის დიდი გასეირნება

მდგრადი განვითარება: York Towers-ის არჩევანი მწვანე მომავლისთვის