Leica-მ თავისი უახლესი კამერა წარმოადგინა, რომელიც ციფრულ და ფირის ფოტოგრაფიას შორის არსებულ უფსკრულს ავსებს. ჰიბრიდული კამერა, სახელწოდებით SOFORT 2, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერი მომენტი სხვადასხვა ფორმატში გადაიღონ — შეინახონ როგორც ციფრულად, ისე ამობეჭდონ მომენტალურად. ასევე, ხელმისაწვდომია პეიზაჟის, სელფისა და მაკრო რეჟიმები.
უფრო დეტალურად რომ აღვწეროთ, მსურველებს ხელის ბერკეტის მეშვეობით შეუძლიათ ფოტოების Instax Mini ქაღალდზე ამობეჭდვა. ხოლო ვინც ციფრულ გამოსახულებებს ანიჭებს უპირატესობას, Leica FOTOS აპლიკაციის გამოყენება შეუძლია — სწორედ აქ მოიყრის თავს ყველა გადაღებული ფოტო.
Leica SOFORT 2 ხელმისაწვდომია სამ ფერში: კლასიკური შავი, თეთრი და მკვეთრი წითელი. დიზაინის თვალსაზრისით, კვლავ ინარჩუნებს რეტრო ვიზუალს, უბრალოდ რამდენიმე დეტალი მეტად გათანამედროვებული და გამარტივებულია. ასევე, კამერა ლინზების მრავალმხრივ დიაპაზონსა და ფილტრებს მოიცავს, რათა მომხმარებლებმა კრეატიული ფოტოგრაფიის მცდელობები გააძლიერონ.