in

Leica-მ, ბრენდის ისტორიაში პირველად, მაჯის საათები გამოუშვა

კლასიკური დიზაინითა და მექანიკური ძრავით

Leica, ძირითადად, ვინტაჟური ესთეტიკის ფოტო-აპარატებთან ასოცირდება, რომლებიც დამახასიათებელი სტილით, მაღალი ხარისხითა და წითელი წერტილით გამოირჩევიან. თუმცა, ამჯერად, ბრენდმა აუდიტორიის ყურადღების მიქცევა, ციფრული საათების მზარდი ტენდენციის პირობებში, კლასიკური მაჯის საათებით გადაწყვიტა. L1 და L2 – ასე ეწოდება ორ მოდელს, რომლებიც საერთო ესთეტიკით ერთმანეთს ძალიან გვანან, თუმცა მათი დიზაინის დეტალებს შორის არსებითი განსხვავებებია. 

BOG
BOG

ორივე საათი მექანიკურია და მათი რეგულირება ხელითაა შესაძლებელი. ნიშანდობლივია, რომ ტიპური გვირგვინის ნაცვლად, Leica-მ, კორექტირებისთვის თავისი საკუთარი გვირგვინი დააპატენტა. ბრენდისთვის დამახასიათებელი, წითელი წერტილი, რომლის შემჩნევაც ნებისმიერ ნივთზე მიგანიშნებთ, რომ მასზე Leica-მ იმუშავა, სწორედ გვირგვინშია მოთავსებული. საათებს გამოარჩევს გამჭვირვალე უკანა მხარე, რაც საშუალებას გაძლევთ მისი შიდა მექანიკის დეტალებს, უფრო ახლოს დააკვირდეთ.

Leica თავისი პირველი მაჯის საათების წარმოებისთვის, Lehmann Präzision-თან პარტნიორობს, რათა ნივთები სუფთა გერმანული წარმოების იყოს.

L1-სა და L2-ის კლასიკური დიზაინის დეტალებს, ყველაზე შესამჩნევად სამაჯური განასხვავებს. L2-ის შემთხვევაში ის ნიანგის ტყავისაა, ხოლო თუ თქვენთვის, ხბოს ტყავიც საკმარისია, შეგიძლიათ 4000 დოლარი დაზოგოთ და L1 აირჩიოთ. გარდა ამისა, L2 შეიცავს GMT ფუნქციას და დღე-ღამის ინდიკატორს, რომელიც მის პარტნიორს არ გააჩნია.

NASA-ს კამერამ ვენერას ზედაპირი ხილულ სპექტრში გადაიღო

Noutsa Ramishvili

2 შემთხვევა იყო, როცა რეალურად მივხვდი, როგორი მენეჯერი მინდა ვიყო – ნუცა რამიშვილი