in

„ხელოვნება ჩაქუჩია, ჩვენ კი დურგლები ვართ“

Tony Award-ის მფლობელმა პოეტმა, ლემონ ანდერსენმა თავისი ახალი პოემით ხელოვნების ძალაზე ისაუბრა — განსაკუთრებით რეკლამის ინდუსტრიაში. მისი ორიგინალი ვერსიის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ, ჩვენ კი შინაარსობრივ ადაპტაციას გაგიზიარებთ.

ანდერსენის აზრით, ხელოვანები ყველაზე კარგად იცნობენ ადამიანებს. მხოლოდ მათ შეუძლიათ ამ კომპლექსურ, რთულ სამყაროზე მხატვრულად საუბარი, რეკლამის ისე შემუშავება, რომ ჩვენს სიღრმეებამდე მოაღწიოს და კონკრეტული ემოციები დაგვეუფლოს.

მხოლოდ ხელოვნებას შეუძლია ვერტიკალური ტენდენციების ფორმირება, ჰორიზონტალური ცვლილებების გამოწვევა და ნამდვილი მრავალფეროვნების ჩვენება. ასევე, მისი თქმით, ხელოვნებას თამამი გზავნილების გამოკვეთა, გამწვავება და მილიარდობით შთაბეჭდილების აღძვრა შეუძლია. ანდერსენის აზრით, ამ თვალსაზრისით ავთენტურობა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან „რეალური ხმები“ საუბრობენ საზოგადოებაზე — სწორედ ხელოვანის ხმა ჟღერდება პირველი.

ცოტა მხატვრულობაც რომ შევინარჩუნოთ, ანდერსენი წერს: „ხელოვნება ხმამაღლა ჩურჩულებს კალეიდოსკოპში ადამიანის პირობების შესახებ. ხელოვნება ბავშვის ძველი ვიოლინოს სულს აცოცხლებს და სააგენტოს ნაწილად აქცევს“. აქვე დასძენს, რომ ხელოვნება ქმნის ეკონომიკურ სამართლიანობას, ამზადებს აზრიან რეკლამებს, გლობალურ კამპანიებს და ფანტაზიას რეალობას აქცევს.

ეს არის მოტივაციის წყარო, დემონსტრაციის საშუალება და ავტომაგისტრალების ბილბორდებით განათების შესაძლებლობა. ხელოვნებას მარადიული სლოგანების შექმნა შეუძლია, რაც დიდ გავლენას ტოვებს საზოგადოებაზე. აქვე ანდერსენი პოემაში წერს, რომ ბავშვებს ხელოვნებას ჩაქუჩის მეტაფორით წარმოუდგენს — თავად კი დურგლები არიან, რომლებმაც ამ ხელსაწყოს დაუფლება უნდა ისწავლონ და რაც შეიძლება ბევრი იდეა გამოძერწონ.

ამავე პოემაში ლემონ ანდერსენი წამოჭრის შთაგონების პრობლემას, რომელსაც ხშირად ვაწყდებით — არ ვიცით, საიდან დავიწყოთ, როგორ მივიღოთ ინსპირაცია და როგორ შევქმნათ რაღაც ახალი. თავად ავტორი ცოტა უჩვეულო რჩევას გვაძლევს: „მოვიპაროთ“ და დავაკოპიროთ ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ… უბრალოდ, გამორჩეული ხელოვანების თუ წარმატებული სააგენტოების მაგალითზე მარტივად შეიძლება იმის განსაზღვრა, რა „ყიდის კარგად“, რა მოსწონს საზოგადოებას და რა გვიზიდავს ყველაზე მეტად.

Apple განახლებულ, M3 ჩიპის მქონე iMac-ს გვაცნობს

Cashback-ისა და Mastercard-ის ერთობლივი საშემოდგომო აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის