„ლემონდუ ბიზნესის“ ისტორია „ლემონდუდან“ იწყება, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა და წამყვან IT დეველოპერულ კომპანიად ჩამოყალიბდა. კომპანიის სერვისები მოიცავს ვებსისტემების, მობილური თამაშებისა და აპლიკაციების შექმნას. „ლემონდუ“ არის Apple-ის, Google-ის და Microsoft-ის კონტრაქტორი კომპანია. 10 წლის განმავლობაში, „ლემონდუ ბიზნესის“ მიერ 60-ზე მეტი ვებ და მობაილ აპლიკაცია შეიქმნა. ელ.კომერციის პროდუქტებმა 850,000-ზე მეტი მომხმარებელი გააერთიანა საქართველოში. მსოფლიოს მასშტაბით კი 50 მლნ-ზე მეტი გადმოწერა დააგროვა. მთლიანობაში, კომპანიის პლატფორმებმა 35 მლნ-ზე მეტი შემოსავალი მიიღეს. ამ ყველაფერს კი „ლემონდუ ბიზნესის“ პროფესიონალი გუნდი ქმნიდა. „ლემონდუ ბიზნესი“ 30-ზე მეტ თანამშრომელს მოიცავს. „ლემონდუ ბიზნესის“ ათი წლის მანძილზე დაგროვილ გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის საოპერაციო დირექტორი ანი ჭელიძე, ტექნიკური ლიდი გიორგი სეფისკვერაძე და პროექტის მენეჯმენტის ხელმძღვანელი ლილე ნოზაძე გვესაუბრნენ.
M: „ლემონდუ ბიზნესს“ უკვე 10-წლიანი გამოცდილება აქვს. რა მასშტაბებს მიაღწია კომპანიამ, ამ დროის მანძილზე?
ანი ჭელიძე: საწყის ეტაპზე, „ლემონდუ ჯგუფის“ ძირითადი ინტერესი შიდა პროექტების, საკუთარი სტარტაპების განვითარება და ქართულ თუ საერთაშორისო ბაზარზე წარმატებული გამოცდილების შექნა იყო. კომპანიის ძირითადი რესურსი მობაილ აპლიკაციების შექმნაზე იყო ფოკუსირებული და ამ მხრივ ვითარდებოდა, რა დროსაც ლემონდუ ჯგუფს წლების განმავლობაში App Story-ის აპლიკაციების ჩამონათვალში Top პოზიცია ეკავა.

განვითარების ამ ეტაპზე, მობაილ აპლიკაციებთან ერთად ლემონდუ ჯგუფმა ვებ პროექტების კეთებაც გადაწყვიტა. პარალელურად, გარდა იმისა, რომ ბაზარზე ძალიან გაიზარდა IT პროდუქტებზე მოთხოვნა, ამასთანავე კიდევ უფრო მატულობდა თავად ლემონდუს სერვისით სარგებლობის მსურველთა რაოდენობა, რისგან გამომდინარეც კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება შეექმნა შვილობილი კომპანია „ლემონდუ ბიზნესი“, როგორც საკუთარი სტარტაპ კომპანიებისა თუ გარე დამკვეთების პროექტების შემქნელი, რომელიც 2013 წელს დაარსდა და დღეს უკვე 10 წარმატებულ წელს ითვლის.
M: მიმოვიხილოთ, გამორჩეული პროექტები, რომელზეც თქვენს გუნდს უმუშავია…
ანი ჭელიძე: ერთ-ერთი პირველი, ძალიან წარმატებული პროექტი იყო Myphone, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი, პირველი კორპორაციული საკომუნიკაციო გამოცდილება შექმნა ქართულ რეალობაში. ეს იყო აპლიკაცია real-time ვიდეო თუ აუდიო ზარებისა და ჩეტისთვის.
„ლემონდუ ბიზნესის“ შექმნილია ქართულ რეალობაში არსებული ერთ-ერთი ძალიან მძლავრი და წარმატებული „თიქეთინგ“ სისტემა.
აღსანიშნავია საერთაშორისო პროექტი – BAT – British American Tobacco, რომელსაც იმდენწლიანი ისტორია აქვს, რამდენიც თავად „ლემონდუ ბიზნესს“. ეს იყო, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება ახლად ჩამოყალიბებული კომპანიისთვის, რომლის მიერ შექმნილმა ხარისხიანმა პროდუქტმა 13 წელი იარსება მინიმალური ჩარევებითა და მხარდაჭერით.
ასევე, „ლემონდუ ბიზნესის“ შექმნილია რამდენიმე საერთაშორისო სოციალური მობაილ აპლიკაცია, რომელთაგანაც შეგვიძლია აღვნიშნოთ Hero app და Cats and dogs. აპლიკაციებში ჩაინტეგრირებული იყო საძიებო და შეფასებების სისტემა.
ჩვენი გუნდის დიდი წვლილით შეიქმნა, ერთ-ერთი ძალიან მასშტაბური, მძლავი პლატფორმა მომხმარებლებისთვის – „ჯეოკონსული“. ასევე, „გალფისა“ და „ნეოგაზის“ მობაილ აპლიკაციები.
ლილე ნოზაძე: დღეს ჩვენი გუნდი ფოკუსირებულია ისეთი მასშტაბური და საინტერესო პროექტების შექმნაზე, როგორიცაა ლოგისტიკის უდიდესი ციფრული პლატფორმა Translive.ge.
ასევე, ჩვენი გუნდის, ერთ-ერთი ყველაზე ახალი, წარმატებული პროექტი Sellu.ge არის, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.
სულ მალე, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული ბანკის ფულის მუზეიმის ვებსაიტი, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს, როგორც იქომერსის მიმართულებას, ასევე მუზეუმის ნაწილს.
უკვე გაეშვა და სატესტო რეჟიმში მუშაობს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროექტი “Do IT in Georgia”.
ამ დროისათვის, გვაქვს 12 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული თემატიკის და მასშტაბის პროექტი ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ბუქინგი, ფეიმენთები, ინტეგრაციები მესამე მხარესთან…
M: გვესაუბრეთ გუნდზე – ვინ ქმნის ლემონდუს პროექტებს და რა გამოცდილებას აერთიანებს თქვენი გუნდი?
ანი ჭელიძე: 2023 წლის დასაწყისში, ლემონდუ ბიზნესის 10 წლის დაბადების დღეზე, ლემონდუ ჯგუფმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ შიდა და გარე პროექტებისთვის გამოეყო ცალ-ცალკე გუნდი, რომელიც კონკრეტულ მიმართულებას ჩაიბარებდა.
დღესდღეობით, ლემონდუ ბიზნესის გუნდი დაკომპლექტებულია 30-ზე მეტი პროფესიონალით: ბიზნეს ანალიტიკოსით, ვებ და მობაილ დეველოპერებით, UX/UI დიზაინერებით, ტესტერებითა და პროექტის მენეჯერებით. ყველა პროექტისთვის გამოყოფილია ცალკე გუნდი, რომელიც ორიენტირებულია წარმატებული გამოცდილების შექმნაზე. პროცესებში ჩართულია პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი, რომლის გამოცდილებაც 8 წელზე მეტს ითვლის, რომელიც გუნდთან ერთად იღებს მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
M: როგორ ყალიბდება ხოლმე პროექტების კონცეფცია?
ანი ჭელიძე: ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის დავეხმაროთ ბიზნესებს შექმნან პროდუქტები, რომელიც იქნება ხარისხის მაჩვენებელი, როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე. მუშაობის პროცესი იწყება ბიზნეს ანალიტიკოსთან და თავად დამკვეთი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად. Პირველ რიგში, ვისმენთ მათ სურვილებს, ინიციატივებს, საჭიროებებს და შემდეგ უკვე ვადგენთ გეგმას თუ როგორ შეიძლება შეიქმნას პროდუქტი, რომელიც შესაძლოა იყოს ინოვაციური, გაყიდვადი, შექმნას უკეთესი და გაუმჯობესებული გამოცდილება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ვუზიარებთ ჩვენს ბევრ წლიან გამოცდილებას, ვუწევთ კონსულტაციას, როგორც ბიზნესის, ისე ტექნოლოგიური კუთხით.
პროექტის მიღების დროს, არ არის აუცილებელი კომპანიამ მოგვმართოს მაშინ, როდესაც სრულად ჩამოყალიბებული გეგმა აქვს და ჩვენ თავზე ავიღოთ მხოლოდ სოფთვეარის კეთება. Ჩვენი ერთ-ერთი საინტერესო გამოწვევა სწორედ ეს არის, რომ მივიღოთ შეკვეთა, სადაც წვლილს შევიტანთ ბიზნეს ამოცანის ჩამოყალიბებაში, თუ როგორ უნდა შეიქმნას პროექტი, რომ ბაზარზე წარმატება მოიპოვოს, როგორ უნდა შექმნას პლატფორმამა უკეთესი იუზერ იქსფერიენსი. Ეს მიმართულება კიდევ უფრო მეტად საინტერესოს და საამაყოს ხდის ჩვენ მიერ შექმნილ პროექტებს.
როგორც კი დადასტურდება ანალიტიკური ნაწილი, იქმნება ტექნიკური დოკუმენტაცია, სამუშაო პროცესში ერთვება UX/UI დიზაინერი და ვიზუალური ნაწილის ამოწურვის შემდეგ ვიწყებთ უშუალოდ დეველოპმენტის პროცესს.
M: თქვენი ხედვით, რა შეცვალა ციფრული სერვისებისა და ტექნოლოგიური განვითარების კუთხით, „ლემონდუმ“ ქვეყანაში?
გიორგი სეფისკვერაძე: ვფიქრობთ, დიდი წვლილი გვაქვს ქართულ ბაზარზე პროდუქტების გაციფრულებაში. ლემონდუ ბიზნესი მონაწილეობას იღებდა ისეთი სტარტაპების შექმნაში, რომელმაც თავის მხრივ შეცვალა, გააციფრულა და ტექნოლოგიურად მაღალ დონეზე აიყვანა სერვისები სხვადასხვა სფეროში.
ჩვენი დახმარებით შეიქმნა და დაიხვეწა თიქეთინგის სისტემა და გამარტივდა გადახდების პროცესი. ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც ჩვენს მიერ შექმნილ პროექტებში ჩავაინტეგრირეთ G pay და Apple Pay გადახდები. ჩვენი ჩართულობით მოხდა მოდიფიცირება და ტექნოლოგიური ხარისხის შექმნა საკონსულო მომსახურების სფეროში. შევქმენით პირველი აუქციონ სისტემა, რომელსაც არ ჰყავს ანალოგი, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი ახალი პროდუქტია.
გვიხარია, რომ ჩვენ მიერ შექმნილ ვებსაიტებზე მიგვიღია ისეთი შედეგი, როგორიც არის 1 დღეში გაყიდული ათი ათასობით ბილეთი და უამრავი წარმატებით განხორციელებული ტრანზაქცია, 1 წუთის განმავლობაში მიღებული 10 000 ბიდი აუქციონის ვებსაიტზე და სხვა ციფრები, რომლითაც ვებსაიტის სისწრაფეს, ხარისხს და წარმატებას განვსაზღვრავთ.
M: როგორია სამუშაო გარემო ლემონდუში და როგორ ზრუნავთ თანამშრომლების განვითარებაზე?
ანი ჭელიძე: „ლემონდუ ბიზნესის“ მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩვენი გუნდია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა იმ წარმატებული ისტორიის შექმნა, რითაც თითოეული ჩვენგანი ვამაყობთ. ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვხატოთ მხარდაჭერა და მივცეთ განვითარების შესაძლებლობა. ყოველი წარმატებული კვირის ბოლოს გვაქვს ტრადიცია ერთად შევიგრძნოთ და აღვნიშნოთ თითოეული მიღწევა და კარგი შედეგი, რასაც ერთად ვაკეთებთ.
M: როგორ გეგმავს კომპანია სამომავლო განვითარებას?
ანი ჭელიძე: ვართ მზად, რომ გვქონდეს ახალი გამოწვევები, შევიტანოთ სიახლე კომპანიაში და გავიდეთ საერთაშორისო ბაზარზე. უკვე საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანაში პარტნიორებთან და ჩვენს გუნდთან ერთად, მნიშვნელოვან სიტყვას ვიტყვით საერთაშორისო ბაზარზეც.
ასევე, კომპანიის გეგმებშია აიღოს SaaS-ის მიმართულება და ამ მხრივაც შექმნას ახალი გამოცდილება ქართულ და უცხოურ ბაზარზე.
„ლემონდუ ბიზნესის“ მიზანი და გამოწვევა იყო, შეექმნა პროექტები, რომლებიც იქნებოდა ხარისხის მაჩვენებელი ბაზარზე. ვფიქრობთ, წლების განმავლობაში ეს გამოწვევა დავძლიეთ და რა თქმა უნდა, ამ გეზს არ გადავუხვევთ.
[R]