in

Lemondo-მ Moitane.ge-ს საკონტროლო პაკეტი შეიძინა!

ცნობილმა ქართულმა IT კომპანიამ Lemondo მიტანის სერვისი Moitane შეიძინა.  „მოიტანე“, ქართულ ბაზარზე, 2018 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სუპერმარკეტებიდან პროდუქციის მიტანას სთავაზობს.

BOG
BOG

„ტრანზაქციის შედეგად, იგეგმება მოწინავე IT ტექნოლოგიებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული, ინოვაციური მიდგომის დანერგვა“.

როგორც კომპანიაში ამბობენ, „მოიტანეს“ აქვს ამბიცია და პოტენციალი, მიტანის სერვისებში დაიკავოს მოწინავე პოზიციები როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზრებზე.

დღეიდან, მოხმარებაში ჩაეშვა „მოიტანეს“ მობილური  აპლიკაციები iOS და ანდროიდ მოწყობილობებისთვის, რაც საგრძნობლად ამარტივებს სუპერმარკეტებიდან 10 000-მდე პროდუქტის მოძიებასა და შეკვეთის პროცესს.

ბაზარზე არსებული სხვა საკურიერო სერვისებისგან განსხვავებით, Moitane მომხმარებელს სთავაზობს:

  • 10 000-მდე ყოველდღიურად განახლებად პროდუქციას სუპერმარკეტებიდან იგივე ფასად, რაც დახლებზეა
  • ხარისხიანი პროდუქციის არჩევას, ვადის გათვალისწინებით
  • შეკვეთის მიტანის შეუზღუდავ წონას
  • პროდუქციის შეკვეთას აგრარული ბაზრიდან, საგრძნობლად დაბალ ფასად
  • შეკვეთის მიტანას თბილისის შემოგარენში – წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი, წავკისი, ტაბახმელა, კოჯორი, წოდორეთი, მუხათწყარო

„განახლებული გუნდი მუშაობს  მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომებით და არაერთ სასიამოვნო, ინოვაციურ სერვისს გპირდებათ“.

Lemondo ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ინტერნეტ პროექტებით: TKT.GE – ბილეთების ყველაზე დიდი პლატფორმა კავკასიაში, SS.GE – უძრავი ქონების განცხადებების პორტალი, DOMENEBI.GE – .GE დომენების რეგისტრატორი საქართველოში და სხვა. უცხოურ ბაზარზე Lemondo ცნობილია მის მიერ შექმნილი მობილური თამაშებითა და აპლიკაციებით.
2020 წლის სექტემბრიდან Lemondo-ს ინტერნეტ ჰოლდინგს დაემატა Moitane-ს მიტანის სერვისი.

moitane.ge ქართული მიტანის სერვისის პლატფორმაა. მის აპლიკაციაში წარმოდგენილია ტოპ სუპერმარკეტების 10 000-მდე პროდუქტი, იგივე ფასად. შემოსული შეკვეთა გროვდება თანამშრომლების მიერ, ხოლო მიწოდება ხდება ერთიდან ორ საათამდე შუალედში. აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებლებს შეუძლიათ, მთლიან პროცესს თვალყური ადევნონ.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ზუმერული ანა-ბანა არაციფრული ქცევების შესაცვლელად

„ლიკანი“ ხილის არომატით – ახალი პროდუქტი, რომელიც ყველაფერს უხდება!