31 ოქტომბერს, Start-up- ების კონკურსის Get In The Ring – გამარჯვებული გამოვლიდება. მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო შორის 2 ქართული კომპანია ”იბრძვის” ინვესტიციის მოსაპოვებლად.პროექტის წარმომადგენელი და ორგანიზატორია საქართველოში ინოვაციების და მეწარმეობი განვითარების ცენტრი
Erasmus Centre for Entrepreneurship–ის პროექტ Get In The Ring-ში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა საქართველომ და ფინალურ ეტაპზე 2 ქართული კომპანია სტარტაპით წარსდგა. პროექტის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო კომპანიის გამოვლენა, რომელიც მილიონ ევროიანი ინვესტიციისთვის იბრძოლებს.
საქართველოდან ერთ-ერთ ”სტარტაპად” კომპანია Lemondo შეარჩიეს, რომელიც უკვე Get In The Ring-ის ნახევარფინალისტია. კომპანიის მთავარი საქმიანობა Apple iOS, Google Android და Windows Mobile პლატფორმაზე აპლიკაციების და თამაშების დეველოპმენტს უკავშირდება.
Lemondo-ს მარკეტინგის მენეჯერი ლევან ედიშერაშვილი ამბობს, რომ კონკურსში მონაწილეობაზე შეთავაზება, საქართველოში Get In The Ring-ის წარმომადგენლებისგან მიიღეს. რადგან, მისი თქმით, კომპანია კონკურსისთვის ყველა საჭირო მოთხოვნას აკმაყოფილებდა.
31 ოქტომბერს საბოლოოდ გახდება ცნობილი მსოფლიოს მასშტაბით შერჩეული 8 ფინალისტი, რომელიც პრიზის სახით მიიღებს ინვესტორებისგან დაფინანსებას.
გვიამბეთ Lemondo-ს შესახებ, როგორ შეიქმნა და რა პროექტებზე მუშაობს?
Lemondo 2010 წელს ლევან კილაძემ და გიორგი ოთიაშვილმა დააარსეს. ვმუშაობთ სხვადასხვა სახის თამაშებსა და ყოველდღიური მოხმარების აპლიკაციებზე. ჩვენი მომხმარებლის რაოდენობა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უკვე 41 მილიონზე მეტია. 2012 წელს, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის ზრდის გამო, რებრენდინგის შემდეგ 2 ძირითადი ბიზნეს მიმართულება გამოვყავით:
Lemondo Entertainment, რომელიც ორიენტირებულია მსოფლიო ბაზრისთვის თამაშებისა და აპლიკაციების დეველოპმენტზე და Lemondo Business, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებისთვის მობილური აპლიკაციების დამზადებას. წარმატებით დავასრულეთ მუშაობა: TBC ბანკის პროექტი – SABA Reader, HR.ge, OSMP Georgia, British American Tobacco და სხვა პროექტებზე. ახლა, პარალელურად, ვმუშაობთ რამდენიმე კომპანიასთან, რომელთა ვინაობაც პროექტის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
კონკურსზე ერთი რომელიმე პროდუქტი წარადგინეთ თუ მთელი კომპანია?
კონკურსზე მთლიანი კომპანიაა წარდგენილი. ჩვენ ბევრი საინტერესო პროდუქტი გვაქვს და მათი განხორციელებისთვის გვესაჭიროება განვითარება.
კონკურსის მთავარი ”პრიზი” გამარჯვებულ კომპანიაში ინვესტიციების ჩადებაა. თქვენ რა მიმართულებით გამოიყენებთ ინვესტიციას?
Lemondo თავის ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი სასურველი დამსაქმებელია. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი გუნდი უკვე 30-მდე თანამშრომლისგან შედგება, დღევანდელი მოთხოვნების დაკმაყოფილება უფრო მეტ ადამიანურ რესურსს მოითხოვს. ამავდროულად, დღეს ერთ-ერთი ყველაზე „თავისუფალი“ სამუშაო გარემო თბილისში ჩვენთან არის და ეს ძალიან მოგვწონს, მაგრამ თუ თანამშრომელთა რიცხვი გაიზარდა, ავტომატურად სამუშაო ფართის ცვლილებაც გვიწევს.
რა შანსები აქვს თქვენს კომპანიას ფინალში? რითი ”უპირისპირდებით” კონკურენტებს?
თუ საქმე ეხება ინოვაციებს და თანამედროვე სამყაროში ყველაფერი ინოვაციასთან არის დაკავშირებული, Lemondo ამ ჭრილში ერთ-ერთი საუკეთესო ”კონკურსანტია”. გარდა ამისა, ჩვენი ბიზნესი უკვე წლებია მუშაობს და მას მხოლოდ გაფართოება, ანუ მოთხოვნილების უკეთ დაკმაყოფილება სჭირდება.