in

მოიპოვეთ გრანტი 10000 ევრომდე! Lemons

ვებ სტუდია Lemons.ge ,რომელიც საქართველოში ევრო ბანკის კონსულტანტია, კომპანიებს 10 000 ვერომდე გრანტების მოპოვების საშუალებას აძლევს.

lemons studioLemons.ge 2011 წელს შეიქმნა და მომხმარებლებს ვებ პროგრამირებას, დიზაინს, ვებ საიტების დამზადებას, პოლიგრაფიული დიზაინს, სატელევიზიო რეკლამის დამზადებას, Facebook აპლიკაციის შექმნას და ვებთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებებს  სთავაზობს . როგორც მარკეტერს განუცხადეს სულ ცოტა ხნის წინ  კომპანია საქართველოში ევრობანკის კონსულტანტი გახდა:

“დაგვიკავშირდნენ ევრო ბანკის წარმომადგენლები.  ვერ გეტყვით რა კრიტერიუმებით მოხდა  შერჩევა. გვკითხეს ჩვენი კლიენტების შესახებ, გვთხოვეს  საბუთები, ბუღალტერია, დეტალური ინფორმაცია კლიენტების შესახებ და ა. შ. ამ დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, მოგვენიჭა მათი კონსულტანტის სტატუსი”,- ამბობს სტუდიის დირექტორი ირა მელიმონაძე.

მათ,  ვინც სტუდიის მომსახურებით სარგებლობს ან მათი პარტნიორების სერვისს იყენებს, შესაძლებლობა აქვთ ევრო ბანკისგან 10 000 ევრომდე გრანტი მიიღონ. გრანტით ფინანსდება ის მიმართულებები, რომლებზეც სააგენტო მუშაობს. Lemons.ge  –ს დირექტორი ამბობს, რომ ამისთვის საჭიროა კომპანიას, მინიმუმ,  2 წლიანი არსებობის ისტორია ჰქონდეს და არ  იყოს დახურვის “კანდიდატი”.  კონკრეტული პროექტი ამ გრანტის ფარგლებში უნდა დაიგეგმოს და შესრულდეს.  არ ფინანსდება უკვე დაწყებული პროექტები.

გრანტის მოპოვებისათვის Lemons.ge   პარტნიორთან წარადგენს დაფინანსების მსურველი კომპანიის დოკუმენტაციას. თანხის მისაღებად ორი კვირაა საჭირო. მიღებული თანხით პროექტის დაგეგმვასა და მის განხორციელებაში სააგენტო მონაწილეობს.

“გრანტებს ევრო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით გასცემს. დაბალი ბიუჯეტის მქონე პროექტიბის დაფინანსებისაგან თავად ბანკი იკავებს თავს. თანხა კომპანიამ უნდა აითვისოს გაცემიდან 3 თვის მანძილზე.  ეს არის გრანტი და არა სესხი.  უკან არაფერს აბრუნებ, პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე ევრო ბანკს წარუდგენ სხვადასხვა დოკუმენტაციას. თანხა ირიცხება ჩვენი სტუდიის ანგარიშზე და ეტაპობრივად, კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად ხდება კომპანიის მიერ მისი ათვისება. დასასრულს კი დონორს წარუდგენს  დეტალურ ანგარიშს, როგორ და რა მიმართულებით მოხდა თანხის ათვისება”,- ამბობს ირა მელიმონაძე.

მარკეტერი და თბილისის ბიზნეს ინკუბატორი წარმატებას უსურვებს ყველა გრანტის მაძიებელს და ველით გამოხმაურებას იმ ადამიანებისგან, რომლებიც გადაწყვეტენ და მიიღებენ ამ პროექტის ფარგლებში გრანტს.

თუ ბავშვი ჩაიფსამს Huggies-ის აპლიკაცია ტვიტს გამოგიგზავნით!

შეამოწმეთ შენი მხედველობა! (გენიალური ექსპერიმენტი)