რა მოჰგვრის ადამიანს ნოსტალგიურ განწყობას, თუ არა ბავშვობის გახსენება და ყველა მასთან დაკავშირებული მომენტი?!… სამგზავრო ჩანთების ბრენდმა TUMI ეს ძალიან კარგად იცის და თავისი ახალი, ემოციური კამპანიით ეცადა, საკუთარი პროდუქცია განსხვავებულად წარმოეჩინა. სარეკლამო სააგენტო Publicis-ის მიერ შექმნილ ვიდეოში მთავარ გმირებად ცნობილი მომღერალი – ლენი კრავიცი და მისი შვილი – ზოი კრავიცი გვევლინებიან. ორივე ერთად ბაჰამის კუნძულებზე მიდის იმის სანახავად, თუ სად გაატარა ლენიმ ბავშვობა, ამ ყველაფერს კი თან ერთვის მამა-შვილის საინტერესო საუბარი. ვიდეო კი მთავრდება სწორედ იმ ადგილის მონახულებით, “საიდანაც ყველაფერი დაიწყო”…