in

როგორია ტექნოლოგიის მომავალი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში? Lenovo™-მ CES 2026-ზე რევოლუციური AI კონცეფციები წარადგინა

Lenovo
Lenovo

CES 2026-ზე Lenovo™-მ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მომხმარებლის გამოცდილების ახლებური, ინოვაციური AI კონცეფციები წარადგინა, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს თამამ დიზაინთან აერთიანებს და მომხმარებლებს გაუმჯობესებულ გამოცდილებასა და პროდუქტიულობის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. Marketer.ge Lenovo-ს შოუქეისის უახლეს ამბებს პირველი წყაროდან გიზიარებთ.

Legion Pro Rollable Concept

Lenovo Legion Pro Rollable

ელიტური შეჯიბრებებისთვის მოსამზადებლად e-sport-ის სპორტსმენებს უმაღლესი ხარისხის სავარჯიშო აღჭურვილობა სჭირდებათ. ჩემპიონატის მონაწილეები 24-ინჩიან და უფრო დიდ ეკრანებზე ეჯიბრებიან ერთმანეთს – ყველაზე ეფექტური ვარჯიში კი სწორედ სატურნირო პირობების ზუსტ გამეორებას გულისხმობს. თუმცა ამის მიღწევა ხშირად რთულია, რადგან პროფესიონალ მოთამაშეებს შეჯიბრებებისთვის მთელ მსოფლიოში უწევთ მოგზაურობა. Lenovo Legion Pro Rollable კონცეფცია შექმნილია იმ სპორტსმენების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომლებსაც კომპაქტური პროფესიონალური დონის აღჭურვილობა სჭირდებათ.

Lenovo Legion Pro Rollable აღჭურვილია Lenovo PureSight OLED Gaming ეკრანით, რომელიც ორივე მხრიდან იშლება. ორმაგი ძრავის კონსტრუქცია და სპეციალური დაჭიმვის სისტემა ეკრანს მინიმალური ვიბრაციითა და ხმაურის გარეშე კუმშავს და აფართოებს.

Lenovo PureSight OLED ეკრანის ზომა საწყის რეჟიმში 16 ინჩია, რაც იდეალურია გეიმინგის ზუსტი მექანიკისა და რეფლექსების გაუმჯობესებისთვის. პერიფერიული ცნობიერების და გუნდური კოორდინაციის ვარჯიშის დროს, ეკრანი ტაქტიკურ რეჟიმში 21.5 ინჩამდე ფართოვდება, ხოლო როდესაც მაღალი დონის შეჯიბრებისთვის ვარჯიშისა და გუნდის ერთიანობაზე მუშაობის დრო დგება, ეკრანი არენის რეჟიმში სრულ 24 ინჩამდე შეიძლება გაფართოვდეს, რაც პროფესიონალ e-sport-ის სპორტსმენებს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად ავთენტური გამოცდილება მიიღონ.

Legion Pro Rollable მოწყობილობის კონცეფცია Legion Pro 7i-ზეა დაფუძნებული, რომელიც აღჭურვილია მაღალი ხარისხის Intel® Core™ Ultra პროცესორებით და NVIDIA® GeForce RTX™ 5090 გრაფიკული ბარათით. ნოუთბუქი ასევე აღჭურვილია “Lenovo AI Engine+”-ით Lenovo LA Core (LA1 + LA3) ბაზაზე, რომელიც რეალურ დროში სცენარის ამოცნობის ფუნქციით გამოირჩევა, რაც ზრდის FPS-ს და აბალანსებს რესურსების მოხმარებას მაქსიმალური პერფორმანსისთვის. Smart FPS მაღალი დატვირთვის დროსაც კი უზრუნველყოფს გლუვ და სტაბილურ თამაშს. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით  პროცესორისა და ვიდეო ბარათის ოპტიმიზაცია ზრდის კადრების სიხშირეს.

ThinkPad Rollable XD

ThinkPad Rollable XD Lenovo-ს ბიზნესკლასის ლეპტოპის კონცეპტუალური განახლებაა – იგი ეკრანის ფართობთან ერთად, მომხმარებლის გამოცდილებასაც აფართოებს და შეუძლებელს შესაძლებლად აქცევს. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი კეცვადი მოწყობილობა მსგავსი გაფართოებადი ეკრანით. თამამი დიზაინი მულტიტასკინგის და პერსონალიზაციის უპრეცედენტო საშუალებას იძლევა და მომავალთან კიდევ უფრო გვაახლოვებს.

მოწყობილობა კომპაქტური 13.3 ინჩიდან თითქმის 16 ინჩიან სამუშაო სივრცედ გარდაიქმნება, რაც მაქსიმალურად ამარტივებს სამუშაო პროცესებს. იგი მომხმარებლებს თითქმის 50%-ით მეტ ეკრანის ფართობს სთავაზობს.

ThinkPad Rollable XD – ის Swipe to X სენსორული ჟესტები და ხმოვანი მართვა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მარტივად გაააქტიურონ აპლიკაციები ან შეცვალონ რეჟიმები ბრძანებით ან თითის ერთი შეხებით. მოწყობილობის გამჭვირვალე, 180° Corning® Gorilla® Glass Victus® 2 საფარი, რომელიც Lenovo-მ და Corning-მა ერთობლივად შეიმუშავეს, უზრუნველყოფს გამძლეობას და წარმოაჩენს Lenovo-ს საინჟინრო ოსტატობას, როცა საქმე ისეთ რთულ მექანიზმებს ეხება, როგორიც მოძრავი ეკრანია.

ეს რევოლუციური მოწყობილობა მხოლოდ კომპიუტერი არ არის – იგი პლატფორმაა, რომელიც უკეთეს შედეგებს უზრუნველყოფს – აუმჯობესებს სამუშაო პროცესს, ზრდის ჩართულობას და ქმნის მომავლისთვის მზა ინოვაციას.

ThinkPad Rollable XD Concept

Lenovo ასევე წარმოადგენს Lenovo Qira-ს – ახალ პერსონალურ ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებულ სუპერაგენტს, სახელწოდებით “Personal Ambient Intelligence System“, რომელიც ერთი მომხმარებლის სხვადასხვა მოწყობილობას შორის უფრო მეტ ინტერაქციასა და ინფორმაციის უწყვეტ მიმოცვლას უზრუნველყოფს. 2026 წელს Lenovo-სა და Motorola-ს შერჩეული პროდუქტებისთვის გამოშვებული Lenovo Qira შექმნილია იმისთვის, რომ ყოველდღიური ინტერაქციები უფრო ბუნებრივი გახადოს, რაც მომხმარებლებს უწყვეტი მუშაობის, ორგანიზებულობის და კომპიუტერს, პლანშეტსა და ტელეფონს შორის შეუფერხებელი მიმოცვლის საშუალებას აძლევს. მომხმარებლის მიერ კონტროლირებადი ჰიბრიდული ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე აგებული Lenovo Qira უფრო ინტუიციური და პერსონალური ტექნოლოგიის საწყისია, რომელიც შესაძლებლობების სრულიად ახალ ჰორიზონტს გვიჩვენებს.

Lenovo Personal AI Hub

Project Kubit, Lenovo-ს პერსონალური ხელოვნური ინტელექტის ცენტრის კონცეფცია, წარმოადგენს ქლაუდ მოწყობილობას, რომელიც მხარს უჭერს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ აპლიკაციებს მომხმარებლის ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობისთვის. გამჭვირვალე სენსორული ეკრანის უკან განთავსებული ორი ThinkStation™ PGX, NVIDIA® GB10 Grace Blackwell Superchip-ზე აგებული კომპაქტური ხელოვნური ინტელექტის სამუშაო სადგურის დახმარებით, ცენტრი აგროვებს მონაცემებს, რათა მოერგოს თქვენი ცხოვრების სტილს და უზრუნველყოს მაღალი ხარისხის პერსონალური AI გამოცდილება. სენსორული და ხმოვანი ფუნქციით გააქტიურებადი  ხელოვნური ინტელექტის ცენტრი ქმნის ძლიერ, პერსონალურ AI სისტემას, რომელიც კიდევ უფრო ამდიდრებს თქვენს ყოველდღიურ გამოცდილებას.

Lenovo Personal AI Hub Concept

Lenovo AI სათვალე

Lenovo-ს ხელოვნური ინტელექტის სათვალით მომხმრებელს ერთდოულად  მულტიმედიური კონტროლის, ხელოვნურ ინტელექტზე და სხვა მოწყობილობებზე წვდომის საშუალება  ეძლევა.

სხვა ჭკვიან მოწყობილობასთან უსადენოდ დაკავშირებული ხელოვნური ინტელექტის სათვალე იმართება ინტუიციურად – როგორც სენსორული, ისე ხმოვანი მითითებებით. იგი საშუალებას გაძლევთ ხელების გამოყენების გარეშე უპასუხოთ ზარებს, მართოთ პრეზენტაციები და საქმიანი შეხვედრები ან უბრალოდ ისიამოვნოთ მუსიკით. მისი დახმარებით, მომხმარებელი ნებისმიერ მომენტში დაკავშირებულია თავის სხვა ელექტრონულ მოწყობილობებთან.

Lenovo Qira-ს მხარდაჭერით, სათვალე მაქსიმალურად იყენებს დაკავშირებული სმარტფონების ან კომპიუტერების ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, რათა უზრუნველყოს პირდაპირი თარგმანი და გამოსახულების ამოცნობა – რაც მომხმარებლების მიერ დანახულ და მოსმენილ ინფორმაციას მყისიერად ალაგებს და შესაბამის კონტექსტსაც აძლევს. Catch Me Up ფუნქცია კი თითოეულ მომხმარებელს საშუალებას აძლევს ყოველ დილით სწრაფად გაეცნოს სხვადასხვა მოწყობილობაზე მიღებულ შეტყობინებებს და მხოლოდ Lenovo AI სათვალის საშუალებით, ზედმეტი დროის დაკარგვის გარეშე მიიღონ სრული შეჯამება.

Lenovo-ს AI სათვალე, რომელიც მხოლოდ 45 გრამს იწონის, აერთიანებს კომფორტს, უახლეს დიზაინს და მაქსიმალურ პროდუქტიულობას. ჭკვიანი სათვალე განასახიერებს ხელოვნური ინტელექტით გაუმჯობესებული ცხოვრების ხედვას, სადაც ტექნოლოგია შეუფერხებლად მუშაობს თქვენთან ერთად.

Lenovo AI Glasses Concept

ჭკვიან აქსესუარებთან და პორტატულ მოწყობილობებთან ერთად, Lenovo-მ გამოფენაზე პერსონალური კომპიუტერების არაერთი განახლებული ვერსიაც წარადგინა, რომელთა შესახებაც სულ მალე გაიგებთ. დაელოდეთ შემდეგ სტატიას და შეხვდით ტექნოლოგიურ მომავალს – Lenovo-სთან ერთად.

როგორ მივცეთ გუნდს დავალება, რომელიც არ ეხალისება?

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში – დაიბრუნე 30% Extra-ზე