პარიზი ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ Esports ღონისძიებას მასპინძლობს – 2026 წლის 6 ივლისიდან 23 აგვისტომდე Esports World Cup (EWC) საფრანგეთის დედაქალაქში 100-ზე მეტი ქვეყნიდან 2,000-ზე მეტ პროფესიონალ მოთამაშეს, 200 კლუბსა და მილიონობით გულშემატკივარს აერთიანებს, 24 სხვადასხვა თამაშში გუნდები 75 მილიონიანი საპრიზო ფონდისთვის იბრძვიან.
ტურნირის გაფართოების პარალელურად, ორგანიზატორებმა, Esports Foundation (EF) და Lenovo–მ, მასშტაბური თანამშრომლობა გამოაცხადეს. Lenovo EWC 2026-ის ოფიციალური დამფუძნებელი პარტნიორი (Founding Partner) გახდა და 7-კვირიანი ჩემპიონატის სრულ ტექნიკურ უზრუნველყოფას საკუთარი მძლავრი Legion-ის სერიის მოწყობილობებით ახორციელებს.
Lenovo Legion-ის ინფრასტრუქტურა
Lenovo-ს ინოვაციური ტექნოლოგიები ღონისძიების ყველა წერტილშია წარმოდგენილი. Lenovo Legion Tower 7i და Tower 5i დესკტოპ კომპიუტერებით და Legion-ის გეიმინგ მონიტორებით სრულად არის აღჭურვილი:
- მთავარი საასპარეზო არენები და სცენები;
- მოთამაშეთა სავარჯიშო და მოსამზადებელი სივრცეები;
- სატრანსლაციო და მედია სტუდიები;
- გულშემატკივართა საფესტივალო ზონები
“მოხარულები ვართ, რომ Lenovo-ს გლობალური დამფუძნებელი პარტნიორობით იმ გადამწყვეტ დროს, როცა პარიზში ათასობით მოთამაშისა და მილიონობით გულშემატკივრის მისაღებად ვემზადებით,”- განაცხადა მოჰამედ ალ ნიმერმა – Esports Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. “საიმედო, მაღალი ხარისხის ტექნოლოგიები ჩვენთვის მსოფლიო დონის შეჯიბრის ორგანიზების აუცილებელი პირობაა.”
“ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ Lenovo-ს Legion მოწყობილობები მსოფლიოს ყველაზე დიდი Esports ღონისძიების ტექნიკურ აღჭურვას უზრუნველყოფს,” – აცხადებს ვოლკერ დურინგი, Lenovo-ს გეიმინგ ბიზნესისა და ჭკვიანი მოწყობილობების ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი. “ეს პარტნიორობა ჩვენს საერთო მიზანს ასახავს, რომელიც საუკეთესო esport მოთამაშეების საუკეთესო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას გულისხმობს.”
მოთამაშეები შეჯიბრისას გამოოიყენებენ Legion Tower 7i-ს და Legion Tower 5i-ის დესკტოპ კომპიუტერებს Legion-ის გეიმინგ მონიტორებთან ერთად, გარდა ამისა, ტურნირის სტუმრები Legion-ის სპეციალურ სივრცეში შეძლებენ პირადად გამოცადონ Legion Pro Rollable Concept- 16-ინჩიანი OLED გეიმინგ ლეპტოპი მოძრავი ეკრანის ტექნოლოგიით (Lenovo PureSight OLED),რომელიც საჭიროების შემთხვევაში, 16 ინჩიანი დისპლეიდან 21.5 ან 24 ინჩამდეც იშლება.

ინტერაქციული ზონები და საგულშემატკივრო გამოცდილება
EWC 2026-ის ფარგლებში Lenovo-მ გულშემატკივრებისთვის შექმნა სპეციალური Legion Gauntlet სცენა და საფესტივალო ზონები, სადაც დამსწრეებს საშუალება აქვთ გამოსცადონ Legion-ის ლეპტოპები, ტაბლეტები და პერიფერიული მოწყობილობები, მიიღონ მონაწილეობა შეჯიბრებებში და მოიგონ ბრენდირებული საჩუქრები.
ეს თანამშრომლობა EWC 2025-ის წარმატებული გამოცდილების ლოგიკური გაგრძელებაა. გასულ წელს ტურნირის საოპერაციო პროცესებში 2,000-ზე მეტი Legion-ის მოწყობილობა ჩაერთო, ხოლო ტრანსლაციამ 24 თამაშის შედეგად გლობალურად 750 მილიონზე მეტ მაყურებელს მიაღწია. წელს, პარიზის ჩემპიონატზე Lenovo კვლავ უზრუნველყოფს იმ ციფრულ საყრდენს, რომელიც Esport-ის ისტორიაში ყველაზე დიდ მოვლენას საათივით გამართულად ამუშავებს.
[პარტნიორის კონტენტი]












