FIFA World Cup™-ის მთავარი მისია ყოველთვის იყო გულშემატკივრების გაერთიანება და მათთვის სპორტული სანახაობის ახალ განზომილებაში ჩვენება. წელს ამ მიზნის მიღწევაში FIFA-ს პარტნიორი კომპანია Lenovo-ა, რომელმაც ტურნირის მასშტაბურ საოპერაციო პროცესებში ხელოვნური ინტელექტის, ჭკვიანი სისტემებისა და ჰიბრიდული ინფრასტრუქტურის უნიკალური კომბინაცია დანერგა. ეს ციფრული ეკოსისტემა ორიენტირებულია როგორც ჩემპიონატის შეუფერხებელ მიმდინარეობაზე, ისე 6-მილიარდიანი გლობალური აუდიტორიისთვის სრულიად ახალი საგულშემატკივრო გამოცდილების შექმნაზე.
Lenovo-ს მიერ შემუშავებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ბევრად უფრო იმერსიულ და პერსონალიზებულ გარემოს სთავაზობს როგორც სტადიონზე მყოფ მაყურებელს, ისე მათ, ვინც მატჩებს ეკრანებიდან ადევნებს თვალს.
ვიზუალური რევოლუცია: Referee View და ციფრული ავატარები
ტელემაყურებლისთვის მატჩის ყურების გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ერთ-ერთი მთავარი სიახლე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დასტაბილურებული Referee View კამერაა. სპეციალური AI სისტემა კამერის არასასურველ და მკვეთრ მოძრაობებს 60%-ით ამცირებს, რაც გულშემატკივრებს მატჩის სრულად ახლებურად დანახვის საშუალებას აძლევს, რადგან კადრები უფრო დინამიკური, მკაფიო და ჩამთრევია.
ამას ემატება Lenovo-ს AI ალგორითმებით შექმნილი მოთამაშეების ციფრული ავატარები. ეს ტექნოლოგია გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს, მატჩის მიმდინარეობას და ტაქტიკურ გადაადგილებებს სრულიად ახალი რაკურსით შეხედონ, რაც ციფრულ რეალიზმს აქამდე უნახავ ნიშნულამდე ზრდის.

ჭკვიანი მენეჯმენტი: Smart Wayfinding და უსაფრთხოება
უშუალოდ არენებზე მყოფი მაყურებლისთვის კომფორტისა და ლოგისტიკის მართვას Smart Wayfinding ტექნოლოგია უზრუნველყოფს. თითოეული სტადიონისთვის AI-ს დახმარებით შექმნილი ვიზუალური გეგმა მაყურებელს ტრიბუნებზე გადაადგილებას, საკუთარი ადგილების პოვნას უმარტივებს.
ეს პლატფორმა ჭკვიანი მართვის ცენტრის (Intelligent Command Center) სისტემასთანაა ინტეგრირებული. მათი სინთეზი ქმნის მაღალი უსაფრთხოების მქონე, დაცულ და ოპტიმიზებულ მექანიზმს, რომელიც ერთნაირად ეფექტურია როგორც რიგითი გულშემატკივრებისთვის, ისე მედიის წარმომადგენლებისა და ტურნირის ორგანიზატორებისთვის.

ჰოლოგრამები და ექსკლუზიური მერჩენდაიზი
Lenovo AI-ს დახმარებით შექმნილი ჰოლოგრამული ტექნოლოგია ისეთ უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს გულშემატკივარს, როგორიცაა მოთამაშეებთან სელფის გადაღება, პერსონალიზებული სავაჭრო შეთავაზებები და სხვა ინტერაქციული მომენტები, რომლებიც მათ ჩემპიონატთან იმაზე მეტად აახლოვებს, ვიდრე ოდესმე.
სპეციალურად ამ მოვლენისთვის გამოვიდა FIFA World Cup 26™-ის ბრენდინგითა და შეფუთვით წარმოებული შეზღუდული რაოდენობის Lenovo-ს ლეპტოპები, რაც გულშემატკივრებისთვის ტურნირის მთავარ ციფრულ მოწყობილობად იქცა.
FIFA World Cup 2026™ მასშტაბებით ისტორიაში ყველაზე დიდ სპორტულ მოვლენად ყალიბდება. Lenovo, როგორც მისი მთავარი ტექნოლოგიური პარტნიორი, კულისებიდან უზრუნველყოფს, რომ მილიარდობით ადამიანმა ჩემპიონატისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება მიიღოს იქ, სადაც სპორტული ემოცია და უახლესი ტექნოლოგიური პროგრესი ერთმანეთს ერწყმის.

[პარტნიორის კონტენტი]











