ტექნოლოგიურ გამოფენა CES 2020-ზე Lenovo-მ ერთგვარი პირობა დადო, რომ მსოფლიოში პირველ 5G ლეპტოპს გამოუშვებდა. 6 თვის შემდეგ, მან ეს პირობა შეასრულა და ლეპტოპი Flex 5G გამოუშვა. ლეპტოპის დასახელება აშშ-ს გარეთ Yoga 5G იქნება.
ლეპტოპი Qualcomm Snapdragon 8cx-ზე, ანუ ARM-ზე დაფუძნებულ პროცესორზე იმუშავებს, მისი ელემენტი კი, ერთ დამუხტვაზე, 24 საათის განმავლობაში გაძლებს. როგორც ხვდებით, Yoga 5G ენერგიის დაზოგვაზე და ინტერნეტის სისწრაფეზეა ორიენტირებული.
Yoga 5G-ს, იგივე Flex 5G-ს 8GB-იანი ოპერატიული და 256GB-იანი შიდა მეხსიერება. ლეპტოპს 14 ინჩიანი ეკრანი, თაჩსქრინი, USB-C პორტები და 3.5mm-იანი აუდიო ჯეკი აქვს. მისი ფასი კი $1,400-ია.