ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Lenovo დასაკეცი ეკრანის მქონე ლეპტოპი წარადგინა. Lenovo-ში ამ მოდელს მსოფლიოში პირველ დრეკად პერსონალურ კომპიუტერს უწოდებენ. დაკეცილ მდგომარეობაში ლეპტოპს ორი, 23 სანტიმეტრიანი დიაგონალის ეკრანი აქვს. ეკრანის ერთი მხარე შეგიძლიათ კლავიატურადაც გამოიყენოთ, სხვა კუთხით კი, ეკრანი-ლეპტოპი შეგიძლიათ წიგნივითაც დაიჭიროთ. „ლენოვო“ ამ მოდელის გაყიდვებს 2020 წლიდან დაიწყებს, ამ პერიოდისთვის კი მოდელს ყველა ტესტირება გავლილი ექნება.