in

Lenovo-ს სათვალეები პერსონალურ ეკრანს გთავაზობთ

დიახ, Lenovo-მ Glasses T1-ით ჩვენი გაოცება გადაწყვიტა — პერსონალურ მობილურ ეკრანს გვთავაზობს, რომელიც სხვა მოწყობილობებთან დაკავშირებისას მუშაობს. მსგავსად, ცნობისმოყვარე თვალებიც აღარ შეგაწუხებთ. ამ კომფორტს კი საჯარო სივრცეებში ყოფნისას უფრო მკაფიოდ იგრძნობთ. თანაც, სათვალე ყოველდღიური პრაქტიკული გამოყენებისთვისაა შექმნილი. თითოეულ ლინზაში სრული HD მიკრო OLED ეკრანებია ჩამონტაჟებული, რომლებიც იმ ვირტუალურ სივრცეს გთავაზობთ, რომლის დანახვასაც მხოლოდ თქვენ შეძლებთ.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, Glasses T1-ს მაღალი კონტრასტის თანაფარდობა აქვს (10000:1), თითო თვალის გარჩევადობა 1920×1080-ს უდრის, განახლების სიხშირე კი 60Hz-ს აღწევს. ხოლო იმისათვის, რომ ეკრანის ყურების გამოცდილება გაუმჯობესდეს და თვალებიც არ გადაგეღალოთ, მას დაბალი ცისფერი შუქი აქვს და ეკრანიც ნაკლებად ციმციმებს. 

მეტი კომფორტისთვის Lenovo-მ სათვალეებში დინამიკებიც ჩაამონტაჟა, ასე რომ, თქვენი პერსონალური ეკრანის ყურების დროს დამატებითი ყურსასმენები აღარ დაგჭირდებათ. რაც შეეხება გაყიდვებს, ამბობენ, რომ იგი 2023 წლისთვის ყველასთვის გახდება ხელმისაწვდომი.

 

ხის მსგავსი მოწყობილობით მეცნიერებმა მარსზე ჟანგბადი აწარმოეს!

რა უნდა იცოდნენ მარკეტერებმა Facebook-ის ცვლილებების შესახებ?