in

Lenovo-მ IdeaPad-ის ახალი AI ნოუთბუქების სერია IdeaPad Vibe და IdeaCentre AIO i წარადგინა

Lenovo
Lenovo

კომპანიამ წარადგინა ახალი, ფერადი IdeaPad მოწყობილობების სერია: IdeaPad Vibe  ლეპტოპები და IdeaCentre AIO i, რომლებიც ფერადი დიზაინით და გაუმჯობესებული AI პლატფორმით, Lenovo Qira, ნებისმიერი გემოვნების მომხმარებლის ინდივიდუალობას გაუსვამს ხაზს.

Lenovo Innovation World 2026-ზე, ბერლინში წარდგენილი სიახლეები კარგად აჩვენებს, როგორ იცვლება კონკურენცია პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე. ძლიერი პროცესორი და AI ფუნქციები უკვე აღარ არის ერთადერთი ფაქტორი, რომლითაც მწარმოებლები მომხმარებლის ყურადღების მიქცევას ცდილობენ – დიზაინი, პერსონალიზაცია და მოწყობილობის მომხმარებლის ყოველდღიურ ცხოვრებასთან ინტეგრირება თანდათანობით ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი ხდება.

IdeaPad Vibe – AI ლეპტოპი, გამორჩეული ფერებით

Lenovo-ს ახალი IdeaPad Vibe ყოველდღიური გამოყენებისთვის: მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ფრილანსერებისთვის და მთელი ოჯახისთვის განკუთვნილი სერიაა.

მისი ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ფერების ფართო არჩევანია. Pantone Color Institute-თან თანამშრომლობით შერჩეული სერია შვიდ ფერში გამოვა: Dreamy Violet, Spicy Gold, Zen Green, Chill Blue, Radiant Coral, Moody Blue და Lowkey Grey. 

IdeaPad Vibe-ის მოდელები აღჭურვილი იქნება Snapdragon X, AMD Ryzen™ AI 400 Series და Intel®–ის პროცესორებით.

14“ და 15“ ლეპტოპების წონა 1.3 კილოგრამიდან იწყება. შერჩეულ მოდელებში ხელმისაწვდომი იქნება OLED ეკრანი, AMD-ის ვერსიებში კი ოპერატიული მეხსიერება 32GB მიაღწევს.

AI ფუნქციები მოიცავს რეალურ დროში თარგმნას, ვიდეოზარებისთვის განკუთვნილ ეფექტებს, კონტენტის შექმნისათვის საჭირო ინსტრუმენტებსა და კონფიდენციალურობის დაცვის ახალ შესაძლებლობებს.

ფერადი დიზაინი დესკტოპ კომპიუტერებში

პერსონალიზაციაზე აქცენტი მხოლოდ ლეპტოპებით არ შემოიფარგლება. Lenovo-მ IdeaCentre AIO i-ის ახალი All-in-One კომპიუტერებიც წარადგინა.

23.8“ და 27“ მოდელები ექვს ფერში იქნება ხელმისაწვდომი. მომხმარებლებს შესაბამისი ფერის კლავიატურისა და მაუსის შერჩევაც შეეძლებათ, რაც მოწყობილობის სახლის ან სამუშაო სივრცის დიზაინთან შეხამების საშუალებას იძლევა.

IdeaCentre AIO i Intel Core Series 3 პროცესორებს იყენებს და AI ამოცანებისთვის 40-მდე პლატფორმულ TOPS წარმადობას გვთავაზობს. Lenovo-მ კომპიუტერის დიზაინიც შეცვალა და უფრო თხელი კონსტრუქცია შექმნა.

Lenovo-ს უახლესი სამომხმარებლო პორტფოლიო ადამიანებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ ტექნოლოგია, რომელიც მათი ცხოვრების წესს მოერგება. ჭკვიანი ინოვაციის, გააზრებული დიზაინისა და მნიშვნელოვანი პერსონალიზაციის შეხამებით Lenovo განაგრძობს ისეთი მოწყობილობების შექმნას, რომლებიც მომხმარებლების საჭიროებებზე დაყრდნობითაა შთაგონებული.

Lenovo Qira – AI ასისტენტი სხვადასხვა მოწყობილობისთვის

ახალ კომპიუტერებთან ერთად Lenovo საკუთარ AI პლატფორმა Qira-საც ავითარებს. კომპანიის ხედვით, Qira მომხმარებლის პერსონალური AI ასისტენტი უნდა გახდეს, რომელიც სხვადასხვა მოწყობილობასა და სერვისს ერთმანეთთან დააკავშირებს.

პლატფორმას შეუძლია იმუშაოს კომპიუტერებთან, სმარტფონებთან, პლანშეტებსა და მობილურ მოწყობილობებთან. Workato-ს ინტეგრაციების საშუალებით კი Qira ელფოსტას, კალენდარსა და თანამშრომლობის სხვადასხვა სერვისსაც უკავშირდება.

იდეა მარტივია: მომხმარებელმა მარტივად შეძლოს ინფორმაციის მოძიება და კონკრეტული დავალებების შესრულება ისე, რომ სხვადასხვა აპლიკაციებს შორის მუდმივი გადართვა არ დასჭირდეს.

როგორ შევქმნათ CEO-ს ძლიერი პროფესიული პროფილი

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა