ჰიბრიდული სამუშაოს განვითარებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ და დაუკავშირდნენ გუნდები ერთმანეთს. პარალელურად, AI-სადმი ინტერესიც მზარდია… სწორედ ამის გათვალისწინებით შექმნა ლენოვომ, Jabra-სთან ერთად, Jabra PanaCast 50 Room System-ის მეორე თაობა და AI გამოცდილება პირდაპირ ჩვენს საკონფერენციო ოთახებში შემოგვთავაზა — ეს პირდაპირ შეიძლება ითარგმნოს შეუფერხებელ და ინკლუზიურ თანამშრომლობად ნებისმიერ გარემოში.
აქ შეგხვდებათ Jabra-ს 180-გრადუსიანი პანორამული 4K ვიდეოს გადაღების სისტემა, Jabra PanaCast 50 და Lenovo ThinkSmart Core Gen 2 – ხელოვნური ინტელექტით ოპტიმიზირებული გამოთვლითი მოწყობილობა, რომელიც მაღალი დატვირთვის მქონე შეხვედრების ოთახებისთვისაა შექმნილი.

სენსორული ეკრანის კონტროლერის ორი ახალი ვარიანტიც აქვს, USB და IP ვერსიები, რათა სხვადასხვა ოთახში მისი დაყენება და ინსტალაცია გამარტივდეს. უშუალოდ PanaCast 50 Room System 2 შექმნილია Microsoft Teams Rooms-ის კონფიგურაციის გასაუმჯობესებლად, რის შედეგადაც გუნდები ერთმანეთთან დაკავშირებას და თანამშრომლობას შეუფერხებლად შეძლებენ.

Jabra PanaCast 50 Room System 2-ის მსგავსი სისტემები კი დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — კვლევების თანახმად, დისტანციურად მყოფი პირები მეტად ჩართულები, ფოკუსირებულები არიან, ასევე, ნაკლებად იღლებიან, როცა შეხვედრების ოთახებში მაღალი ხარისხის ვიდეოსა და აუდიოს იყენებენ. Jebra-სთან კოლაბორაციით კი ლენოვო ზუსტად ამას სთავაზობს მათ — მკაფიო, მოქნილ გადაწყვეტას, რაც შეხვედრების ეფექტურად ჩატარებაში შეუწყობთ ხელს.
„ჰიბრიდული თანამშრომლობა სწრაფად ვითარდება და შეხვედრის სივრცეებს სჭირდება გადაწყვეტილებები, რომლებიც AI აპლიკაციებისა და ფუნქციების მომავლისთვის მზად იქნება. Jabra-სთან ერთად, ლენოვომ შექმნა სისტემა, რომელიც მოწინავე გამოთვლით სიმძლავრეს და მეტ მოქნილობას ინდუსტრიის წამყვან ვიდეო გამოცდილებასთან აერთიანებს — ეხმარება გუნდებს, უფრო მარტივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და მეტად ეფექტურად იმუშაონ ნებისმიერი ადგილიდან“, — განმარტავს მარკუს კენედი, ლენოვოს გენერალური მენეჯერი.











